რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კრემლის ლიდერი კიბეებიდან ჩამოვარდა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა. ინფორმაციას Newsweek-ი ავრცელებს.
General SVR-მა გასულ კვირას Telegram-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაატარა პუტინმა სამუშაო თათბირი სტრესულ ვითარებაში, სადაც განიხილავდნენ მძიმე მდგომარეობაში მყოფ რუსეთის ეკონომიკასა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებულ პრობლემებს.
დღის ბოლოს, General SVR-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი კიბეზე წაიქცა და კუდუსუნის ძვალი კიბეს ჩამოჰკრა, რის შედეგადაც უნებლიე დეფეკაცია დაემართა.
Newsweek-ი წერს, რომ General SVR-ი წყაროს არ ასახელებს, სავარაუდოდ გვერდს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მართავს, რომელსაც პუტინთან და მის თანამშრომლებთან კომუნიკაცია აქვს.