კრემლი გამოყოფს 4 მილიარდ დოლარს კორონავირუსითა და ნავთობზე ფასის დაცემით გამოწვეული ზარალის შესამცირებლად რუსეთი, რომელის ეკონომიკასაც ორმაგი ზიანი მიადგა კორონავირუსითა და ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემის გამო, როგორ ეკონომიკის მხარდასაჭერად 4 მილიარდი დოლარის მოცულობის ფონდის შექმნას აპირებს.
ამის შესახებ 16 მარტს განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა, რომლის თანახმად ახალი საგადასახადო შეღავათები დაუწესდება ავიაკომპანიებს და ტურისტულ კომპანიებს, საწარმოებისათვის ასევე გაფართოვდება შეღავათიანი კრედიტების გაცემის პროგრამა.
სახელმწფო კომპანიებს, „გაზპრომსა“ და „როსნეფტს“ ასევე მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ მოგებიდან გადასახადის გადავადების 6 თვიანი ვადით.
რუსეთისათვის, რომლის ეკონომიკაც დიდწილად არის დამოკიდებული ნავთობპროდუქტების ექსპორტით მიღებულ შემოსავლებზე, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ნავთობის გაიაფება და რუსული რუბლის მკვეთრი დევალვაცია.
ბოლო დღეებში დოლარის კურსი მოსკოვი ბირჟაზე დაეცა 3,34%-ით გაძვირდა და ერთი $ უდრის 75 რუბლს, შესაბამისად გაძვირდა ევრო და ერთი ევროს ყიდვა 84%-რუბლად შეიძლება.
9 მარტის მონაცემებით Brent-ის მარკის ნავთობი ფასი 30%-ით დაეცა და ერთი ბარელის ფასია 31,02$, 1991 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მონაცემი.
რადიო თავისუფლება