კრემლი დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას იწყებს - რა იქნება ხვალ?

კრემლი დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას იწყებს - რა იქნება ხვალ?

access_time2019-04-25 20:30:24


24 აპრილს ვლადიმერ პუტინმა  ხელი მოაწერა ბრძანებას დონეცკის და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკების მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესებით დარიგების თაობაზე.


დადგენილებაში ნათქვამია, რომ განაცხადების განხილვის პროცედურა  3 თვემდე შემცირდა და წესები იქნება გაცილებით უფრო მარტივი, ვიდრე ჩვეულებრივად - მოქალაქეობის მისაღებად არ იქნება აუცილებელი სპეციალური გამოცდის ჩაბარება და რუსეთში 5 წლის მანძილზე ცხოვრება.


ინფორმაცია დონბასის შესაძლებელი პასპორტიზაციის თაობაზე  ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში გავრცელდა. ამ კუთხით მიმდინარეობდა აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები - კერძოდ, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჩაატარეს რამდენიმე შეხვედრა სეპარატისტული რესპუბლიკების მიგრაციული სამსახურების ხელმძღვანელობასთან. შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მეზობელ ვორონეჟის და როსტოვის ოლქებში.


საზღვართან აშენდა გამშვები პუნქტების, დამზადდა პასპორტების ბლანკები, გამოიყო ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება საბუთების მიღების მსურველებს. და ა.შ.


პირველ რიგში პასპორტებს მიიღებენ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები და სამხედროები, შემდეგ კი საბიუჯეტო სფეროს წარმომადგენლები.


პასპორტები გაცემა როსტოვის ოლქში დაიწყება . ამასთან დონეცკელები  რუსეთის მოქალაქეობის ფლობას შეძლებენ უკრაინულთან ერთად.


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საიმიგრაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ევგენი ბობროვმა განაცხადა, რომ პასპორტიზაცია არ გამოიწვევს მიგრაციულ ტალღას, რადგანაც მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, დონბასელების უმრავლესობა დარჩება საცხოვრებლად იქ, სადაც  დღეს არიან, რადგან რუსეთში გადაბარგების მსურველებმა ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთეს.


თუმცა, ამაში არაა დარწმუნებული ფონდ „მიგრაცია  21-ე საუკუნე“-ს პრეზიდენტი ვიაჩასლავ პოსტავნინი. მისი თქმით, ამ ეტაპზე ძნელია იმის პროგნოზირება რამდენი დონმბასელი ჩამოვა რუსეთში უკეთესი ცხოვრების ძიებაში, თუმცა, ცალსახაა, რომე ყველა მსურველის მიღება შეუძლებელია.


მისი აზრით, დონბასის პასპორტიზაცია შეიცავს კრიმინალურ რისკებსაც, თუმცა, წყარო რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში ამბობს, რომ მოქალაქეობის მიღების მსურველები საფუძვლიანად გადამოწმდებიან.



ამჟამად, ორივე სეპარატისტული რესპუბლიკების მოსახლეობა შეადგენს 3,7 მლნ. ადამიანს, 2014 წლიდან აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსეთში გადავიდა ქვეყნის 2,5 მლნ. მოქალაქე.


რისთვის დასჭირდა ეს ზომა კრემლს?


პუტინის გადაწყვეტილება შესაძლებელია იყოს პასუხი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზელენსკის მხრიდან გამხოვანებულ სიგნალებზე - კერძოდ, არჩეულმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა დონბასელი სეპარატისტებისთვის ამნისტიის გამოცხადების იდეაზე, ასევე უარყო დონეცკის და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკებისთვის ავტონომიური სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა.


პასპორტიზაცია არის სიგნალი კრემლის მხრიდან კიევის მიმართ - სწორედ უკრაინა და არა რუსეთი უნდა წავიდეს დათმობაზე და თუ ახალ პრეზიდენტს არ ექნება ამის მზაობა,  მაშინ მოლაპარაკებებს აზრი არა აქვს.


პოლიტოლოგ ალექსეი მაკარკინის თქმით, საკმაოდ კარგად არის ცნობილი რა საკითხებში ითხოვს კრემლი დათმობებს კიევისგან.  მოსკოვისთვის სასურველია დონბასის დაბრუნება უკრაინის შემადგენლობაში ავტონომიური სტატუსით, ქვეყნის ფედერალიზაციის პირობებში და ასევე უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში ვეტოს უფლებით, მაგალითად, უკრაინის ნატოში შესაძლებელი გაწევრიანების საკითხი.


გამოიწვევს თუ არა პასპორტიზაცია გადაწყვეტილება ახალ სანქციებს.


უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ალექსანდრ ტურჩინოვმა შეაფასა პასპორტიზაციის დაწყება, როგორც „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიისთვის სამართლებრივი პირობების შექმნა“.


ერთია, როდესაც ომში და დაბომბვების შედეგად იღუპებიან უკრაინის მოქალაქეები  და სულ სხვაა  - რუსულ პასპორტების მფლობელები.


გამოიწვევს თუ არა დადგენილება ახალ საერთაშორისო სანქციებს?


თეორიულად კრემლის ნაბიჯმა შესაძლებელია გამოიწვიოს სანქციების ახალი ტალღა.


იმის მიუხედავად, რომ პასპორტიზაციის თაობაზე არაოფიციალური ინფორმაცია უკვე დიდი ხანია ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება გახდა უსიამოვნო მოულოდნელობა დასავლეთისთვის,


რუსულ-ფრანგული ანალიტიკური ცენტრის დირექტორის არნო დიუბენის თქმით, პარიზშიც  და ბერლინშიც იმედოვნებდნენ, რომ უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევა, რომელიც არის ნაკლებად რადიკალური რუსეთისადმი ვიდრე პეტრო პოროშენკო, შექმნიდა ახალ შესაძლებლობებს კრიზისის დარეგულირებისთვის.


„ცალსახაა, რომ ევროპაში დონეცკის პასპორტიზაციას შეხვდებიან ძალიან უარყოფითად. რუსეთის ეს ნაბიჯი სავარაუდოდ, არ გამოიწვევს ახალ სანქციებს და არ აღიქმება ევროპაში, როგორც აღმოსავლეთ უკრაინის სრულმასშტაბიანი ანექსიისთვის მზადება, თუმცა, ევროპელი ლიდერები ვერ გებულობენ რისი მიღწევა სურს კრემლს,“ - ამბობს ფრანგი ექსპერტი.


მისი აზრით, რუსეთის ახალი ინიციატივა აიძულებს ზელენსკის პოროშენკოს მიდგომასთან დაბრუნებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ პოზიციას.


RBC



თეგები:
დონბასი



თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს
access_time2019-05-24 16:00:07
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტმა უკიდურესი ფორმა მიიღო, პროტესტის მერვე დღეს სამმა მოშიმშილემ პირი ამოიკერა. შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულები ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღესვე მაღაროელებმა მთავრობას მიმართეს და მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. — რატომ არ რეაგირებენ და რატომ ახსენდებათ მოქალაქეები მმართველი გუნდის...

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი  შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“
access_time2019-05-24 15:00:47
“ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან. სწორედ ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი“, - ამ სიტყვებით დააანონსა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინოვაციური პროექტების დააფინანსებს ახალი პროგრამა. პრემიერმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ახალგაზრდა...


მსგავსი სიახლეები

up