კრემლი აკრძალავს ნავთობის მიყიდვას ქვეყნებისთვის, რომლებმაც ფასზე ზედა ზღვარი დააწესეს - Bloomberg

კრემლი აკრძალავს ნავთობის მიყიდვას ქვეყნებისთვის, რომლებმაც ფასზე ზედა ზღვარი დააწესეს - Bloomberg

access_time2022-11-27 12:00:54

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მზადდება ბრძანება ნავთობის იმ ქვეყნებისთვის მიყიდვის აკრძალვის თაობაზე, რომლებმაც ფასზე ზედა ზღვარი დააწესეს. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

 

აკრძალვა შეეხება როგორც კომპანიებს, ისე ქვეყნებს, რომლებიც ფასების შეზღუდვის მექანიზმს შეუერთდნენ. გამოცემის წყარო არ აკონკრეტებს როგორ დადგინდება მექანიზმში მონაწილეობა. იუწყებიან, რომ აკრძალვა შეეხება ზღვრული ფასის ნებისმიერ მოხსენიებას რუსეთის ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების შესახებ კონტრაქტებში. კრემლი ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს ბრძანების მზადების თაობაზე.

 

ტანკერებით გადაზიდული რუსეთის ნავთობის შესყიდვაზე ფასების შეზღუდვის დაწესების იდეით რამდენიმე თვის წინ გამოვიდა აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი. აშშ, ევროკავშირის ქვეყნები და ბაზრის სხვა მონაწილეები ცდილობენ შეზღუდონ მოგება, რომელსაც რუსეთი იღებს ნავთობის გაყიდვისგან და რომელიც მიიჩნევა უკრაინაში შეჭრის დაფინანსების მთავარ წყაროდ. ამავე დროს, ეს არის მცდელობა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე არ მოხდეს ფასის მკვეთრი ზრდა.

 

24 ნოემბერს Bloomberg-ი და Politico წერდნენ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის ნავთობის ფასის შეზღუდვას, თუმცა ზედა, მაქსიმალურ დასაშვებ ფასზე ქვეყნები ვერ თანხმდებიან.


 

5 დეკემბერს ძალაში შედის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციათა მერვე პაკეტი, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს ფასის ზედა ზღვარს ტანკერებით გადაზიდულ ნავთობზე.

 

თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ შეძლებენ მაქსიმალურ ფასზე შეთანხმებას, 5 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს ევროპული აკრძალვა რუსეთის ნავთობის დაფინანსებასა და დაზღვევაზე - რასაც, როგორც თეთრი სახლი შიშობს, შესაძლოა მოჰყვეს ნავთის ფასის მკვეთრი მატება მსოფლიოში.

 

რუსეთს უკვე გამოცხადებული აქვს, რომ უარს იტყვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიყიდვაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ფასებზე ზედა ზღვარს დააწესებენ.

  

რადიო თავისუფლება


თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up