კრედო ფინკა ბანკს ყიდულობს

კრედო ფინკა ბანკს ყიდულობს

access_time2021-06-23 18:35:46

“კრედო ბანკმა“ ეროვნულ ბანკს „ფინკა ბანკის“ აქციების 100%-იანი წილის შესყიდვის ნებართვისთვის მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით სებ-ი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს რომ კონკურენციის შესაძლო დარევასთან დაკავშირებით საკითხს შეისწავლის და გადაწყვეტილებას ვებგვერდზე გამოაქვეყნებს.

 

კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონსა და „ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში 2020 წელს განხორციელებული ცვლილებებით დაზუსტდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში. ამავე ცვლილებებით განისაზღვრა ეროვნული ბანკის ვალდებულება  2021 წლის პირველ ივნისამდე შეემუშავებინა კონკურენციის პოლიტიკა მის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა აქტები, რაც უფრო გამჭვირვალეს გახდის ეროვნული ბანკის მიერ კონკურენციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. კერძოდ, ეროვნული ბანკი იწყებს კონცენტრაციაზე (როცა ერთი რეგულირებული პირის მიერ ხდება მეორე რეგულირებული პირის შეძენა) მიღებული განაცხადების, ასევე ასეთი ტრანზაქციების კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობაზე ან კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების (ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით) ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას.


ამჯერად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სს კრედო ბანკის მომართვის   საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სს კრედო ბანკის მიერ სს ფინკა ბანკი საქართველოს აქციების 100%-ის შეძენის ტრანზაქციის (კონცენტრაციის) კონკურენტულ გარემოსთან შეფასების შესახებ.



დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ დაგეგმილი ტრანზაქციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ მოსაზრებები წარმოადგინონ 2021 წლის 28 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: concentration@nbg.gov.ge


აქვე გაცნობებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში. - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up