ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „კრედო ბანკის“ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე წლის 6 თვეში 1,390,992 ლარს, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 315,380 ლარს შეადგენდა.
2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „კრედო ბანკის“ ზარალმა 4,727,835 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ბანკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მოგებაზე გავიდა და მისი წმინდა მოგება 10,149,532 ლარი იყო.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში „კრედო ბანკის“ მთლიანმა საპროცენტო შემოსავლებმა 40,997,250 ლარი შეადგინა, ხოლო მთლიანმა არასაპროცენტო შემოსავლებმა 21,508,428 ლარი.
2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, ბანკის მთლიანმა აქტივებმა 1,173,498,111 ლარი, ხოლო მთლიანმა ვალდებულებებმა 1,039,012,406 ლარი შეადგინა.
ნინო თამაზაშვილი