საერთაშორისო  დონორი ორგანიზაციების  მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი თანხების ათვისება ვერ ხდება

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი თანხების ათვისება ვერ ხდება

access_time2019-03-27 10:00:54

„ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხების აუთვისებლობა ძალიან ცუდად იმოქმედებს ქვეყნის რეპუტაციაზე, ეკონომიკაზე, მოსახლეობაზე და ბიუჯეტზე,“ - ასე აფასებენ დარგის სპეციალისტები 2018 წელს დონორების მიერ დაფინანსებულ 14 პროექტზე მიღებული თანხების აუთვისებლობას.  


საქართველოში კაპიტალური პროექტების უმეტესობა საგარეო საკრედიტო რესურსით ფინანსდება. მსხვილი საინვესტიციო პროექტების დამფინანსებლები უმეტესად საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, ისეთები როგორიცაა მაგალითად EBRD, World Bank, EIB და ა.შ.


 უმეტეს შემთხვევაში, 2018 წელს მათ მიერ გამოყოფილი თანხების ათვისება საკმაოდ დაბალია, 14 პროექტის შემთხვევაში კი კრედიტორებისგან მოზიდული თანხების ათვისება საერთოდ არ მომხდარა. ამის შესახებ ინფორმაცია Forbs Georgia-მ გაავრცელა.


აღსანიშნავია, რომ  აღნიშნული თანხების დროული და დაგეგმილი ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კრედიტების შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის (Commitment Fee) გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე. ასევე, საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 70%  სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 4.9 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს.


ამ ყველაფრის ფონზე „კომერსანტმა“ ექსპერტებს შემდეგი კითხვით მიმართა  როგორ აისახება ქვეყნის იმიჯზე ის ფაქტი, რომ წლიდან წლამდე ვერ ხდება  საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება?


დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ მსგავსი ფაქტი ქვეყნის რეპუტაციისთვისაც ცუდია და შიდა ეკონომიკურ მოვლენებზეც უარყოფითად აისახება. ირაკლი მაკალათია და ზვიად ხორგუაშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს გამოყოფენ:


ირაკლი მაკალათია:



„როდესაც კრედიტორები ხედავენ, რომ ქვეყანა თანხას ვერ ხარჯავს და დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვერ ახორციელებს, ცხადია დიდი რისკია  ეს ცუდად აისახოს შემდგომ ტრანზაქციებსა და გადმორიცხვებზე. ასევე ყველა ეს პროექტი იდეაში ემსახურება საზოგადოებრივ კეთილმოწყობას და გამოდის, რომ მოსახლეობა დაზარალდა. მესამე ფაქტორია, როდესაც გარკვეული კრედიტები ვერ აითვისება, ხშირად ქვეყანას ჯარიმა ეკისრება. კიდევ ერთი, როდესაც ხდება დიდი ოდენობით ფულის მიწოდება წლის ბოლოს, ეს გარემოება უარყოფითად აისახება სავალუტო ბაზარზეც. ესე იგი, ყველა შემთხვევაში ცუდ მოვლენასთან გვაქვს საქმე - ცუდია იმიჯისთვის, ეკონომიკისთვის, მოსახლეობისთვის და ბიუჯეტისთვის“.


ირაკლი მაკალათიას  მოსაზრებას იზიარებს ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილიც:



„ეს პროცესი ქვეყნის რეპუტაციაზე ცალსახად უარყოფითად აისახება, რადგან მთავრობა ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს. შედეგად ქვეყნები, რომლებიც საქართველოს მიზნობრივ ვალებს აძლევენ, სკეპტიკურად შემოგვხედავენ. მეორე ამბავია ის, რომ ხელისუფლებას აშკარად სერიოზული პრობლემები აქვს ინფრასტრუქტურული პროექტების ათვისებასთან დაკავშირებით. მაგალითად, რაც მთავრობამ 2018 წლის 11 თვეში დახარჯა, ის უნდა აეთვისებინა მხოლოდ ერთ თვეში. ესე იგი, ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან, ძალიან ცუდად იყო დაგეგმილი და ვერ შესრულდა“.


ირაკლი მაკალათიას მსგავსად ხორგუაშვილი პრობლემებს ხედავს სამომავლო პერსპექტივაშიც:


„როდესაც მომავალშიც მოგვინდება მსგავსი ტიპის სესხის აღება, არსებული მძიმე გამოცდილების გამო სავარაუდოდ სანდოობა დაიკლებს და კრედიტორებიც არამომგებიან პირობებს შემოგვთავაზებენ“.


ფინანსისთი ზვიად ხორგუაშვილი ამ მოცემულობაში ერთადერთ დადებით ეფექტს მაინც ხედავს. ეს საგარეო ვალის შემცირებაა.


„ზოგადად რთული ვითარება გვაქვს საგარეო ვალთან მიმართებაში, რადგან მოკლე დროში მთავრობამ ზედმეტად ბევრი ისესხა. ამიტომ, ამ სიტუაციაში მისი არაკომპეტენტურობა დადებითად აისახა უშუალოდ საგარეო ვალზე. ეს არის ერთადერთი დადებითი ამბავი, რაც ამ მოვლენას უკავშირდება. სხვა შემთხვევაში კი დიახ, ეკონომიკისთვისაც, იმიჯისთვისაც და მოსახლეობისთვისაც ძალიან ცუდი ფაქტია“,- აღნიშნავს ზვიად ხორგუაშვილი.


დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული 14 პროექტი, რომლის დაფინანსებაზე მიღებული თანხები ხელისუფლებამ ვერ აითვისა, შემდეგია:  



მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა (EBRD)

2018 წლის გეგმა - 4,200,000 ლარი

12 თვის ფაქტობრივი შესრულება - 0%


თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (JICA)

2018 წლის გეგმა - 52,450,000 ლარი

12 თვის ფაქტობრივი შესრულება - 0%


თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22-კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა (EIB)

2018 წლის გეგმა - 17,350,000 ლარი

12 თვის ფაქტობრივი შესრულება - 0%


ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია (EIB)

2018 წლის გეგმა - 17,350,000 ლარი

12 თვის ფაქტობრივი შესრულება - 0%


მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა (ADB)


2018 წლის გეგმა - 43,175,000 ლარი

12 თვის ფაქტობრივი შესრულება - 0%


საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია (EIB)

2018 წლის გეგმა - 7,600,000 ლარი

12 თვის ფაქტობრივი შესრულება - 0%


თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ20-კმ50 ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა (EIB)

2018 წლის გეგმა - 16,400,000 ლარი

12 თვის ფაქტობრივი შესრულება - 0%


საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB)

2018 წლის გეგმა - 800,000 ლარი

12 თვის ფაქტობრივი გეგმა - 0%


ჭიათურის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი (Government of France)

2018 წლის გეგმა - 1,000,000 ლარი

12 თვის ფაქტობრივი გეგმა - 0%


ქობულეთის წყალარინების პროექტი (EBRD, ORET)

2018 წლის გეგმა - 2,500,000 ლარი

12 თვის ფაქტობრივი გეგმა - 0%


ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD, SIDA)

2018 წლის გეგმა - 550,000 ლარი

12 თვის ფაქტობრივი შესრულება - 0%


აგროკრედიტი (EIB)

2018 წლის გეგმა - 10,000,000 ლარი

12 თვის ფაქტობრივი შესრულება - 0%


თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტი (E5P, CEB)

2018 წლის გეგმა - 10,000,000 ლარი

12 თვის ფაქტობრივი შესრულება - 0%


აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD)

2018 წლის გეგმა - 4,000,000 ლარი

12 თვის ფაქტობრივი გეგმა - 0%

(წყარო: Forbs Georgia)





სალომე ლემონჯავა 





რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

რა შეიცვლება 2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში

რა შეიცვლება  2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში
access_time2019-11-15 22:30:57
გერმანული კომპანიის - „გოპა“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიმართულებები გააცნეს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას ქმნის. იგი ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მენეჯმენტის დახვეწას, გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდასა და საცობების...


მსგავსი სიახლეები

up