კრედიტორები ათენისგან ძირეული ეკონომიკური რეფორმების გატარებას ითხოვენ

კრედიტორები ათენისგან ძირეული ეკონომიკური რეფორმების გატარებას ითხოვენ

person access_time2016-04-13 14:12:01

გრძელდება მოლაპარაკება საბერძნეთსა და მის ევროპელ ინსტიტუციონალურ კრედიტორებს შორის, რომლებიც ათენისგან ძირეული ეკონომიკური რეფორმების გატარებას მოითხოვენ მისთვის ახალი სესხების გაწევის სანაცვლოდ. ხსენებული მოლაპარაკება შესაძლოა კიდევ ერთ თვეს გაგრძელდეს, როგორც ამას იტყობინება ევროზონის სადამხმარო ფინანსური ფონდის ხელმძღვანელი. ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელიც გაზეთ „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ ბოლო ნომერში დაიბეჭდა. სტატიაში ნათქვამია:

 

„კლაუს რეგლინგი სათავეში უდგას ე.წ. „ევროპული სტაბილურობის მექანიზმს“, რომლის დანიშნულებაა ევროზონაში ფინანსური დახმარების გაწევა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ვალებით არიან დატვირთულნი. კლაუს რეგლინგმა გამორიცხა ყოველგვარი გაჭიანურება მოლაპარაკებებში ათენსა და მის ევროპელ კრედიტორებს შორის. ეს უკანასკნელნი არიან ევროზონაში შემავალი ქვეყნების მთავრობები. უნდა ითქვას, რომ კრედიტორებს შორის ასევეა საერთაშორისო სავალუტო ფონდი.  

 

კლაუს რეგლინგის თანახმად, საბერძნეთთან მოლაპარაკების მთავარ თემას წარმოადგენს პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხები, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, საშემოსავლო გადასახადის რეფორმა და დაუფარავი საბანკო სესხების პრობლემის მოგვარება. „არსებულ ვითარებაში, ესაა ტექნიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით მეტად ძნელი საკითხები“ - განაცხადა კლაუს რეგლიგმა და აქვე იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკება ერთ თვეში დასრულდება. 

 

საბერძნეთსა და მის კრედიტორებს მოუწევთ გადახედვა ფინანსური დახმარების პროგრამისა, რომელიც 86 მილიარდ ევროს შეადგენს. ცხადია, ზემოხსენებული მოლაპარაკების დასრულება გარკვეული შეთანხმებით-წინაპირობაა საიმისოდ, რომ საბერძნეთმა მიიღოს დამატებითი ფინანსური დახმარება, რაც თავის მხრივ საჭიროა ვალების შემსუბუქებაზე მოლაპარაკების დასაწყებად. 

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაკავებული პოზიციის თანახმად, იგი მხოლოდ სხვა კრედიტორებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევაში. სავალუტო ფონდის მიერ მხარში დგომა მეტად მნიშვნელოვანია გერმანიისა და ასევე სხვა ევროპული ქვეყნებისთვისაც, რომლებიც წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ფინანსური დახმარების პაკეტის მოწონება  აუცილებელი წინაპირობაა საბეძნეთისთვის ახალი სესხების გასაწევად.  


სტატიაში ვკითხულობთ:

 

„საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევა, რა თქმა უნდა, უსასრულო არ არის. ამ საკითხზე არსებობს სერიოზული უთანხმოება ათენის ევროკრედიტორებსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის. 


„ევროპული სტაბილურობის მექანიზმის“ ხელმძღვანელის კლაუს რეგლინგის თანახმად, გამირიცხული არაა, რომ საბერძნეთთან გარიგების მიღწევა გარკვეულად დამოკიდებული იქნება ათენის ვალდებულებაზე - გაატაროს საჭირო ეკონომიკური რეფორმები. თუმცა ამ ეტაპზე, ძნელია გარკვევით თქმა იმისა თუ რა რაოდენობის ფინანსური დახმარება სჭირდება საბერძნეთს, ან საერთოდ თუ იქნება ეს საჭირო. შექმნილ ვითარებაში ძნელია ამ საკითხში გარკვეული ბალანსის მოძებნა. 

 

კლაუს რეგლინგის ეს გამონათქვამი, შეიძლება ითქვას, ნათლად ასახავს ევროზონის იმ ოფიციალურ პირთა მიერ და პირველ რიგში გერმანიის ფინანსთა მინისტრის ვოლფგანგ შოიბლეს მიერ დაკავებულ პოზიციას, რომლის თანახმად, საბერძნეთის მიმართ მკაცრი საფინანსო პოლიტიკის გატარებაა საჭირო. როგორც ცნობილია, გერმანელმა მინისტრმა ამას წინათ ეჭვი შეიტანა საბერძნეთისთვის ვალების ტვირთის შემსუბუქების აუცილებლობაში.    

 

ევროზონის ლიდერები თანახმანი არიან, დაეხმარონ საბერძნეთს ვალების გასტუმრებაში, მაგრამ ამავე დროს, ისინი კატეგორიულ უარს ამბობენ ხსენებული ვალების ნომინალური სიდიდის შემცირებაზე.   

 

ამის ნაცვლად, როგორც ამას კლაუს რეგლინგი ამბობს, გამორიცხული არაა საბერძნეთისთვის საშეღავათო პერიოდის გარკვეულად გაგრძელება, რათა მისთვის უკეთ იყოს შესაძლებელი ვალების დაფარვა. 

 

გარდა ამისა, ასევე შესაძლებელია ათენის მიერ ვალების დაფარვა დაკავშირებულ იქნას საბერძნეთის ეკონომიკურ პერსპექტივასთან. კერძოდ, ქვეყანა უფრო მეტად დაფარავს ვალს თუ ამის საშუალებას იძლევა მომავალი ეკონომიკური ზრდა. ხოლო, რაიმე ეტაპზე ნაკლები ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, ასევე შემცირდება ხსენებული გადასახდელი“ - ნათქვამია „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ სტატიაში, რომელიც გაზეთის ბოლო ნომერში დაიბეჭდა.   



იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up