"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40

„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ:


  • პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად, თქვენს შემთხვევაში რა ცვლილებები განხორციელდა?
    • პანდემიამ დაგვანახა, რომ აუცილებელი იყო დისტანციური სერვისების განვითარება საქმიანობის ყველა მიმართულებით. ბიურო მალევე გადავიდა სრულად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ამან, გარკვეულწილად, დააზარალა ის მომხმარებლები, რომლებიც საკრედიტო ისტორიის გამოთხოვის  მიზნით მოდიოდნენ ჩვენს ოფისში. სწორედ ამიტომ, რამდენიმე თვეში ორიენტ ლოჯიკის გუნდთან თანამშრომლობით, შეიქმნა „ჩემი კრედიტინფოს“ ახალი პლატფორმა, სადაც ყველა ფიზიკურ პირს შეუძლია წელიწადში სამჯერ საკუთარი საკრედიტო ისტორიის გადამოწმება უფასოდ. ამისათვის საჭიროა რეგისტრაცია და 1 თეთრის გადმორიცხვა იდენტიფიკაციის მიზნებისთვის. ამ პროექტის წყალობით ბიუროს ყველა ოპერაცია დისტანციური გახდა.


  • „კრედიტინფო საქართველო“ ქვეყანაში დაკრედიტების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რადგან ყველა საკრედიტო ორგანიზაცია სწორედ თქვენი კომპანიის მეშვეობით იღებს ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკრედიტო ინფორმაციას, რა ცვლილებები ხორციელდება სისტემის მდგრადობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად?


    • რა თქმა უნდა, ბიუროს სისტემების მდგრადობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საფინანსო სექტორისთვის, სწორედ ამიტომ ჩვენ უკვე ერთი წელია ვმუშაობთ ახალი სისტემის დანერგვაზე, რომელიც სტაბილურობის მეტ გარანტიას მოგვცემს. ახალი სისტემისთვის ბიურო რამდენიმემილიონიან ინვესტიციას ახორციელებს და მისი რეალურ გარემოში დანერგვა სექტემბერში დასრულდება.


  • ქვეყანაში შეიქმნა მოლოდინი, რომ ეკონომიკა გამოდის პანდემიის შოკიდან, რას გვეტყვით დაკრედიტების ზრდასა და დეფოლტების დინამიკასთან დაკავშირებით?


    • 2021 წლის ივნისის მდგომარეობით ჩვენს ბაზაში არის ჩანაწერი დაახლოებით 1,800,000 მსესხებლის შესახებ, რომელთაც ჯამში მიახლოებით 28 მილიარდი ლარის ოდენობის მიმდინარე ვალდებულება აქვთ. 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება კი ფიქსირდება 240,000-მდე სუბიექტის მონაცემის შემთხვევაში. გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით დაკრედიტება უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც გაზრდილია,   ვადაგადაცილების წილი მთლიან ვალდებულებაში კი - შემცირებული. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ შეჯამებული ინფორმაცია დაკრედიტებისა და ვადაგადაცილებების შესახებ ხელმისაწვდომია ჩვენი კომპანიის ვებგვერდზე www.creditinfo.ge.


  • ქვეყანაში საკმაოდ კარგად არის განვითარებული ფიზიკური პირების დაკრედიტება, მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია, რას გვეტყვით კომპანიების შესახებ?


    • მოგეხსენებათ, მცირე და საშუალო საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში და საგრძნობი წვლილი შეაქვთ ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისა და ზრდისთვის. ბიურო ამჟამად აგროვებს  კომპანიების მხოლოდ 3,000,000 ლარამდე  სასესხო მონაცემებს, თუმცა ეს საკმარისი არაა იურიდიულ პირთა საკრედიტო რისკების სრულად შესაფასებლად. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მთავარი ხელის შელშემშლელი ფაქტორი სწორედ ფინანსური მონაცემების არარსებობაა. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი კომპანიების შესახებ სანდო ფინანსური ინფორმაცია, მისი შემდგომი დამუშავების მიზნით. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფინანსური თუ სხვა ინფორმაციის სათანადო დამუშავება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომპანიების მიმართ სანდოობას და ხელს უწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.


  • როგორც უკვე ვიცით, ეროვნული ბანკის თაოსნობით დაიწყო ღია ბანკინგის დანერგვა, თქვენ სად ხედავთ ბიუროს ადგილს ამ პროექტში?


    • ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ბაზრის განვითარებისთვის. ჩვენ ვგეგმავთ მივმართოთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ლიზენცირებისთვის და მივიღოთ ღია ბანკინგით გათვალისწინებული მონაცემები. კრედიტინფოს ჯგუფი უკვე ფლობს ლიცენზიას რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. გვაქვს წარმატებული პროექტების გამოცდილებაც. ამიტომ ვფიქრობთ, საბანკო მონაცემები კიდევ უფრო აამაღლებს ჩვენი პროდუქტების სანდოობისა და ეფექტურობის ხარისხს. აქ ხაზი უნდა გაესვას საკრედიტო სარეიტინგო სისტემას, რომელსაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ასეთი ტიპის მონაცემები.


  • საუბრის ბოლოს იქნებ გვესაუბროთ იმ სიახლეების შესახებ, რასაც ბიურო უახლოეს პერიოდში შესთავაზებს საკუთარ მომხმარებლებს.


    • კომპანია რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. ძალიან მალე შევთავაზებთ სიახლეებს როგორც ორგანიზაციებს, ასევე მონაცემთა სუბიექტებს.


გამოვყოფ საკრედიტო სარეიტინგო სისტემის შექმნას კომპანიებისთვის, რაც გულისხმობს იურიდიულ პირების გადახდისუნარიანობის შეფასების მექანიზმის შექმნას. მოდელი დაეხმარებათ საკრედიტო ორგანიზაციებს დაკრედიტების პროცესის ნაწილობრივ ავტომატიზაციაში.


მიმდინარეობს მუშაობა „ჩემი კრედიტინფოს“ მობილურ აპლიკაციაზე, რომელსაც საზოგადოება მალე იხილავს. ასევე მალე დაინერგება იდენტიფიკაციის სერვისი, რომელიც დაეხმარება ორგანიზაციებს „ჩემი კრედიტინფოს“ სერვისზე დაყრდნობით შეძლონ მომხმარებელთა იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია საკუთარ სისტემებში.



„ჩემი კრედიტინფოს“ პროექტის ფარგლებში იგეგმება საკრედიტო პროდუქტების შეთავაზების პლატფორმის შექმნაც, სადაც ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა ჩვენს მომხმარებლებს შესთავაზონ საკუთარი საკრედიტო პროდუქტები. პლატფორმა შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს, შეადარონ სხვადასხვა ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტების პირობები და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილება სესხის მოთხოვნისას. 



(R)

თეგები:
კრედიტინფო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up