კრამერი: თუ ივანიშვილს აშშ-ს რეაქცია არ ანაღვლებს, აქ დელეგაცია აღარ უნდა გამოგზავნონ

კრამერი: თუ ივანიშვილს აშშ-ს რეაქცია არ ანაღვლებს, აქ დელეგაცია აღარ უნდა გამოგზავნონ

access_time2020-02-12 16:21:11

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარის დევიდ კრამერის თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია არ ანაღვლებს, ქართულმა ოცნებამ ვაშინგტონში დელეგაციები აღარ უნდა გზავნოს.კრამერი ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებას და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს 11 თებერვალს ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გამოეხმაურა:


ხელისუფლებამ თავად უნდა იფიქროს სანდოობაზე და იმ დაპირებაზე, რომელიც ვაშინგტონში დადეს. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ძირი გამოუთხარა თავად ივანიშვილის მიერ დაგეგმილმა ქმედებებმა. თუ მას გადაწყვეტილი აქვს კუნთები ათამაშოს და აღარ ანაღვლებს რა რეაქცია ექნება შეერთებულ შტატებს, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აღარ უნდა ჩამოვიდნენ ვაშინგტონში და ქართულმა ოცნებამ აქ არც დელეგაცია უნდა გამოაგზავნოს. ალბათ, ქართულ ოცნებას ესმის, რომ საქართველოს უფრო მეტად სჭირდება შეერთებული შტატები, რომელიც მისი დიდი ხნის მხარდამჭერია, - ამბობს კრამერი.


კრამერმა აღნიშნა, რომ მას დიდი სურვილი აქვს, აშშ-ისა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძლიერი იყოს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ქმედებები, როგორიც არის ოპოზიციის ლიდერთა დაკავება, საპროტესტო აქციების დარბევა, მოსამართლეების დანიშვნა რომელიც ბევრ კითხვას აჩენს, ნამდვილად ანადგურებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას.


მისი თქმით, საგანგაშოა, რომ საქართველო უფრო მეტად მიდის ავტორიტარიზმისკენ:


ვხედავ სულ უფრო მეტ წერილს და პოსტს ტვიტერში, სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მხარდამჭერი კონგრესმენები. ეს შეშფოთება მზარდია და ის სიგნალი უნდა იყოს თბილისში, რომ ნამდვილად საგანგაშოა ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომელიც ავტორიტარიზმის ზღვაში დემოკრატიის კუნძული იყო. ვაშინგტონში არსებობს მზარდი შეშფოთება, რომ საქართველო უფრო მეტად მიდის ავტორიტარიზმისკენ და შესაძლოა, ოპოზიციის ლიდერთა დაკავებამ ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოახლოებულ არჩევნებზე.



შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით პატიმრობაში დააბრუნეს.გიგი უგულავას დაპატიმრებიდან მალევე, ტვიტერის საშუალებით კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა დაწერა, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის.


ამის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სენატორი ჯიმ რიში, რომელმაც დაწერა, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალადობა, სასამართლოს ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიმდინარეობს.ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულები არიან ოპოზიციის ლიდერის მიმართ გამოტანილი განაჩენით.


ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკვიჩუსი კი უგულავას დაპატიმრებას ტვიტერით გამოეხმაურა და დაწერა, რომ სასამართლო ოპოზიციის დევნისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს.


უგულავას დაკავებას გამოეხმაურენ ევროპარლამენტარებიც - გერმანელმა მიხაელ გალერმა დაწერა, რომ ძნელი დასაჯერებელია, თითქოს ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეები პოლიტიკურად არაა მოტივირებული.


ნაჩო სანჩეს ამორმა, ვინც იმ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, რომლის წევრიც ქართული ოცნებაა, დაწერა, რომ უგულავა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა - ციხეში.


დღეს, 12 თებერვალს გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირმაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ უგულავას ვერდიქტის გარშემო გარემოებები დიალოგის წინსვლას ხელს არ უწყობდა.


tabula.ge





საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up