კრაფტ მეწარმეობის აკადემია ონლაინ პლატფორმაზე გადავა

კრაფტ მეწარმეობის აკადემია ონლაინ პლატფორმაზე გადავა

access_time2022-01-14 16:00:44

კრაფტ მეწარმეობის აკადემია მსურველებისთვის ინფორმაციულ სწავლებას დისტანციურად ატარებს. აქტიურად მიდის მუშაობა, რომ კრაფტ მეწარმეობის აკადემია სამომავლოდ ონლაინ პლატფორმად გადაიქცეს. რაც შეეხება სწავლების ამ ტიპს, როგორც აკადემიის დამფუძნებელი დავით ქადაგიშვილი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, კრაფტ მეწარმეობის აკადემია პროფესიული სასწავლებლისგან რადიკალურად განსხვავდება და საშუალებას აძლევს ერთის მხრივ მომხმარებელს, მიიღოს ხარისხიანი პროდუქცია უწყვეტად და მეორე მხრივ მწარმოებელს - ნაკლები ძალისხმევით მიიღოს მეტი შედეგი.



უფრო ვრცლად, რა არის კრაფტ მეწარმეობა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ მეთოდის დანერგვა პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, რამდენად არის სამეწარმეო სექტორი დაინტერესებული ამ ტიპის მეწარმეობით და ზოგადად, რა პერსპექტივა აქვს კრაფტ მეწარმეობას საქართველოში - ,,კომერსანტთან“ ინტერვიუში დავით ქადაგიშვილი საუბრობს.



რა არის კრაფტ მეწარმეობა და რას სთავაზობს მომხმარებელს კრაფტ მეწარმეობის აკადემია?



 კრაფტ მეწარმეობა არის მცირე მეწარმეობის მიმართულება, სადაც წარმოების პროცესი არის ჰიბრიდული ტიპის, ასეთ დროს ადამიანის ხელი წარმოების პროცესში ჩართულია არანაკლებ 50%-ით და სხვა მანქანა დანადგარები - არაუმეტეს 50%. წარმოების ასეთი ტიპი საშუალებას აძლევს ერთის მხრივ მომხმარებელს, მიიღოს ხარისხიანი პროდუქცია უწყვეტად და მეორე მხრივ მწარმოებელს, ნაკლები ძალისხმევით მიიღოს მეტი შედეგი.


მომხმარებელს ჩვენ ვთავაზობთ ინფორმაციულ სწავლებას დისტანციურად, ზოგადად ჩვენ ვფიქრობთ, რომ 21-ე საუკუნეში ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული რამ, რაც შეიძლება ადამიანმა ამ კუთხით მოიპოვოს, არის ინფორმაცია, რომელიც უნდა იყოს დამუშავებული, მოწესრიგებული და მორგებული კონკრეტული ადამიანის საჭიროებებზე, სწორედ ეს არის კრაფტ მეწარმეობის აკადემიის საქმიანობის მთავარი ღერძი. ის არ არის ეგრეთ წოდებული პროფესიული სასწავლებელი, სადაც მაგალითად მიხვალ და ისწავლი პურის გამოცხობას, ნაცვლად ამისა ჩვენ ვასწავლით, როგორ უნდა გამოაცხოს მეპურემ პური ისე, რომ მიიღოს ინსტრუქციები, რჩევები და ზუსტი სახელმძღვანელო - ტექნოლოგიური პროცესით დაწყებული, ინოვაციური რეცეპტებით დამთავრებული. სწავლების საფასური 300-დან 500 ლარამდე მერყეობს.




როგორ ფიქრობთ, არის დღეს საქართველოს მოსახლეობა მზად ასეთი სწავლებისათვის?



 ყველაფერი დაიწყო პანდემიით, როდესაც მე დავიწყე სემინარების ჩატარება ადამიანებისათვის სახელწოდებით „რატომაც ვერ შეგვჭამენ ზვიგენები“. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ აინტერესებთ საკითხები სიღრმისეულად, მაგალითად როგორ ხდება მცენარეული ზეთის რაფინირების პროცესი და ა.შ. ეს იყო გამოწვევა, შემექმნა კურსები ისეთი აგებულებით, რომლისგანაც ადამიანები მიიღებდნენ იმ საჭირო ცოდნას, რაც დაეხმარებოდათ საქმის დაწყებაში, საბოლოოდ მივიღეთ კრაფტ მეწარმეობის აკადემია.



როგორია თქვენი ორგანიზაციის განვითარების ხედვა და რა არის კრაფტ მეწარმეობის აკადემიის მომავალი, გარდა სწავლებისა, კიდევ რაში დაეხმარება იგი მეწარმეებს?



განვითარებას ვხედავთ ყველაფრის ავტომატიზებაში, თებერვლიდან ვგეგმავთ, რომ მთელი სასწავლო პროცესი ავტომატიზებული გახდეს - რეგისტრაციიდან სერტიფიცირებამდე. წელს ვაპირებთ ჩვენი ორი მოდული გავიტანოთ აზერბაიჯანში და შევქმნათ აკადემიის ქვებრენდი craftshop.ge სადაც კრაფტ მეწარმეები განათავსებენ თავიანთ პროდუქციას. ასევე წელს ჩვენს აქტიურ 4 მოდულს დაემატება კიდევ 6 მოდული და წლის ბოლოს გვექნება 10 სასწავლო მოდული, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება. სხვათა შორის, ნახევრად ხუმრობით, განვითარების გეგმას სხვადასხვა ფეისბუქ კომენტარის მიხედვითაც ვადგენ, მაგალითად „დისტანციურად რანაირად უნდა ვისწავლოთ წარმოდგენა არ მაქვს“ ეს კომენტარი, თუ დავუფიქრდებით ბევრს გვეუბნება და სავსებით შესაძლებელია მასზე განვითარების რამე გეგმა ააგო, ამ და სხვა მსგავსი ტიპის კომენტარებზე ხშირად განვითარების გარკვეული იდეები მებადება. საბოლოოდ ვფიქრობ, რომ მომხმარებელი და პოტენციური მომხმარებელი არის ის, ვის ინტერესებზე დაყრდნობითაც კომპანია ვითარდება.


რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, კრაფტ მეწარმეობის აკადემია რაღაც პერიოდის შემდეგ გადაიქცევა ონლაინ პლატფორმად, რომელიც იქნება ჩვენი სტარტაპი, რაზეც გარკვეულწილად უკვე მიდის მუშაობა. მოკლედ რომ გითხრათ, ადამიანებს სახლიდან გაუსვლელად ლეპტოპით შეეძლებათ დაიწყონ საკუთარი წარმოება ნულიდან, სრულიად ყველა ეტაპი. ძალიან ამბიციური გეგმაა, მაგრამ მთავარია იყოს სწორი და ყველაფერი გამოვა.



დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რამდენად ეხმარება საქართველოს ეკონომიკას მომავალ განვითარებაში კრაფტ მეწარმეობის აკადემია?



 ზოგადად ჩემი ხედვა ასეთია, რომ ჩვენ ჩვენი ცხოვრების რაღაც ეტაპზე უნდა დავასრულოთ იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც მდიდარი კომპანიები და მულტიმილიონერები დაინტერესდებიან საქართველოთი და აქ გააჩაღებენ მილიარდების გადმოსროლას. ამ ილუზიაში ვცხოვრობთ, ბოლო 20 წელია, სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად არის, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენით ცხოვრება, უნდა ვისწავლოთ ჩვენ შევქმნათ ღირებულება. ინვესტორი თავისთავად ცუდი არ არის ჩვენნაირი ქვეყნისათვის, მაგრამ ინვესტორი რომ დაინტერესდეს და მოეწონო, ჯერ შენ უნდა იყო მიმზიდველი, ძალიან მარტივია. კრაფტ მეწარმეობის აკადემიის მისიაც სწორედ ეს არის - ვასწავლოთ ადამიანებს იყვნენ ფინანსურად დამოუკიდებელი და ქმნიდნენ ხარისხიან პროდუქტს.



მარი ჩიტაია






24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up