კოვიდვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა

კოვიდვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა

access_time2021-02-04 18:00:26

პლანეტის მოსახლეობის 1.4%-მა 4 თებერვლის მდგომარეობით კოვიდვაქცინა უკვე გაიკეთა. რიცხვებში ეს 109 მლნ-ს უდრის, რაც თავის მხრივ კოვიდით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობას უკვე 4 მლნ-ით აღემატება.



პროცენტულად ყველაზე მეტი მოსახლეობის 60.1% ისრაელში აიცრა. ისრაელი უკვე უახლოვდება 70%-იან მაჩვენებელს, რაც კოლექტიურ იმუნიტეტს ნიშნავს.



მეორე ადგილზე 36%-ით არაბეთის გაერთიანებული საამიროებია, მესამეზე 31%-ით ჯუჯა სეიშელი. სეიშელს 15.5%-ით დიდი ბრიტანეთი მოსდევს. მეხუთეზე 10.3%-ით ბაჰრეინია, რაც შეეხება შეერთებულ შტატებს ის 10.3%-ით მე-6 ადგილზე იმყოფება. ამავე დროს აბსოლუტურ გამოხატულებაში აშშ პირველ ადგილზეა, სადაც 34 მლნ ადამიანზე მეტი უკვე აიცრა, რაც თავის მხრივ ჩინეთის მაჩვენებელ 9%-ით აღემატება. 



ვაქცინაციის მაჩვენებელი 5%-ს აჭარბებს: სერბეთში, მალტაში, მონაკოში, დანიასა და ისლანდიაში. მოსახლეობის 3%-ზე მეტი უკვე აიცრა: ლიეტუვაში, სლოვენიაში, ესპანეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, ესტონეთსა და შვედეთში. 




თურქეთში, ბრაზილიაში, ჩეხეთში, კვიპროსზე, ბელგიაში, კანადაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, ავსტრიაში, ლუქსემბურგი, ნიდერლანდებში, ხორვატიაში, ჩინეთში, ლატვიაში, ანდორაში, საუდის არაბეთსა და კოსტა-რიკაში ვაქცინირებული მოსახლეობის წილი 1-დან 3 პროცენტამდე მერყეობს. 



არგენტინაში, მაროკოში, ქუვეითში, ომანში, ჩილეში, ბულგარეთში, მექსიკაში, ნეპალში, ინდოეთში, ინდონეზიაში, რუსეთში, პანამაში ნეპალსა და მიანმაში აცრა მოსხალეობის 1%-ზე ნაკლებს აქვს ჩატარებული.



სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. თურქეთში ის 2.8%-ს აღწევს. Ourworlindata-ს ვებგვერდზე რუსეთის შესახებ ბოლო ინფორმაცია 13 იანვრით თარიღდება, რა დროსაც მოსახლეობის 0.7% იყო აცრილი. ვაქცინაცია ამ დროისთვის არ უკრაინაში დაწყებულა.



რაც შეეხება უშუალოდ კოვიდს. ოფიციალური ინფორმაციით 4 თებერვლის მდგომარეობითმსოფლიოს 220 ქვეყანასა თუ დამოკიდებულ ტერიტორიაზე სულ აღრიცხულია ლაბორატორიულად დადასტურებული 105 მლნ შემთხვევა, საიდანაც 73.2% - 76.8 მლნ უკვე გამოჯანმრთელდა. 2.17% - 2.277 მლნ გრარდაიცვალა, 25 მლნ-ზე მეტი კი მკურნალობის კურსს ამჟამადაც გადის.



საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის სულ დადასტურებულია ინფიცირების 259 897 და გარდაცვალების 3221 შემთხვევა. სამთავრობო და სამედიცინო წარმამადგენლების ცნობით ვაქცინაცია ქვეყანაში თებერვლის ბოლოდან უნდა დაიწყოს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up