კოვიდსტატისტიკა კონტინენტების მიხედვით - ყველაზე მეტი გარდაცვლილი ევროპაშია

კოვიდსტატისტიკა კონტინენტების მიხედვით - ყველაზე მეტი გარდაცვლილი ევროპაშია

access_time2021-01-17 17:00:50

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან წელიწადზე მეტი გავიდა. პანდემიის გამოცხადებიდან 10 თვეზე მეტი. ოფიციალური მონაცემებით 15 დეკემბრის საღამოს მდგომარეობით მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანასა და დამოკიდებულ ტერიტორიაზე სულ დადასტურებულია ინფიცირების 93.6 მლნ შემთხვევა, საიდანაც 71.5% - 66.9 მლნ გამოჯანმრთელდა. 2.14% - 2 მლნ გარდაიცვალა. მეოთხედზე მეტი - 24.7 მლნ მკურნალობის კურსს ამჟამადაც გადის.


კონტინენტების მიხედვით ვირუსმა ყველაზე მეტად ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა დააზარალა. ევროპაში აღრიცხულ შემთხვევათა რაოდენობა 27 მლნ-ს უახლოვდება, საიდანაც 615 ათასი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი 2.28%-ს შეადგენს. ყველაზე მეტი - 3.52 მლნ ინფიცირებული რუსეთშია, ყველაზე მეტი - 86 ათასი გარდაცვლილი ბრიტანეთში. ინფიცირებულთა რაოდენობა 1 მლნ-ს სულ 8 ქვეყანაში აღემატება: რუსეთში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, თურქეთსა და უკრაინაში. გარდაცვლილთა რაოდენობა 5 ქვეყანაში აჭარბებს 50 ათასს: ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, რუსეთსა და ესპანეთში. ანდრორასა და გიბრალტარში მოსახლეობის 10%-ზე მეტია ინფიცირებული, მონტენეგროში, ჩეხეთსა და სან-მარინოში 8%-ზე მეტი. 1 მლნ-დან 1913 გარდაცვლილით პირველ ადგილზე სან-მარინოა, 1747-ით მეორე ადგილზეა ბელგია, როგორც ევროპაში, ასევე მთელს მსოფლიოში. ამ ქვეყანაში ყოველი 572 ადამიანიდან 1 კოვიდმა იმსხვერპლა. ვირუსს, მოსახლეობის 0.1%-ზე მეტი შეეწირა ასევე: სლოვენიაში, ბოსნიაში, იტალიაში, ჩეხეთში, ლიხტენშტეინში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ბრიტანეთში, მონტენეგროში, ბულგარეთში, უნგრეთში, ანდორაში, ესპანეთში, ხორვატიაში, საფრანგეთსა და შვედეთში. მსოფლიოს იმ 22 სახელმწიფოდან სადაც კოვიდმა 1 მლნ-დან 1000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა 17 ევროპაში მდებარეობს.

ევროპის შემდეგ ვირუსმა ყველაზე მეტად ჩრილოეთ ამერიკა დააზარალა, სადაც ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 27.2 მლნ-ს გადააჭარბა, მეტს, ვიდრე ევროპაში, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა 40 ათასით ნაკლებია და 575 ათასს შეადგენს. სიკვდილინობის კოეფიციენტი - 2.14%.  როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით - 23.8 მლნ, ასევე გარდაცვლილთა რიცხვოვნობით - 398 ათასი აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. აშშ-ში გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად 4 ათასით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 კვირაზე ნაკლებ დროში ეს რიცხვი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რაოდენობას გადაასწრებს. გარდაცვლილთა რაოდენობა 138 ათასს აღწევს მექსიკაში, ხოლო კანადაში მსხვერპლი 17.5 ათასია.


მესამე ადგილზე სამხრეთ ამერიკაა, სადაც ინფიცირებულთ რაოდენობამ 14.4 მლნ-ს მიაღწია, საიდანაც 384 ათასი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი - 2.67%. მდგომარეობა ყველაზე მძიმე ბრაზილიაშია, სადაც 8.3 მლნ ინფიცირებულიდან 207 ათასი დაიღუპა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მლნ-ს გადააჭარბა აგრეთვე კოლუმბიაში, არგენტინასა და პერუში.



აზიაში 15 იანვრისთვის, სამხრეთ ამერიკასთან შედარებით 7.5 მლნ-ით მეტი ინფიცირები 21.9 მლნ ფაქტი გამოვლინდა, თუმცა ფატალურ შემთხვევათა რაოდენობამ 30 ათასით ნაკლები - 354 ათასი შეადგინა, შესაბამისად სიკვდილიანობის კოეფიციენტიც 1.62%-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ Worldometers-ს თურქეთი და სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო აზიაში ჰყავს გაყვანილი, რამაც კონტინეტზე ინფიცირებულთა საერთო რაიდენობა 3 მლნ-იტ გაზარდა. როგორც დაავადებული - 10.5 მლნ, ასევე გარდავლილთა - 152 ათასი რაოდენობით აზიაში პირველ ადგილზე ინდოეთია. 2.36 მლნ-ით მეორე ადგილზე თურქეთია, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობით 2.4-ჯერ უსრებს ირანი, სადაც ვირუსს 56 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


იმ დაშვებით, თუ აღრიცხვიანოიბა სწორია, აფრიკაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ბევრად ნაკლებია და 3.2 მლნ-ს შეადგენს, საიდანაც გარდაცვალებით 77 ათასი შემთხვევა დასრულდა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი - 2.4%. სამხრეთ აფიკა ერთადერთი ქვეყანაა კონტინენტზე, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1 მლნ-ს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა.


რაც შეეხება ოკეანეთს ამ მხარეში ინფიცირების 49.5 ათასი და გარდაცვალების 1071 შემთხვევაა დადასტურებული.ორივე შემთხვევაში პირველ ადგილზე ავსტრალიაა, ხოლო მეორეზე საფრანგეთის პოლინეზია, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ წარმოადგენს.

უსიმპტომო პაციენტთა სიმრავლის გამო ზუსტი აღრიცხვა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ხდება, ინფიცირებულთა რაოდენობა რეალურად ბევრად უფრო მეტია, შესაბამისად უფრო დაბალია სიკვდილიანობის ბუნებრივი კოეფიციენტიც. არსებობდა და ახლაც არსებობს ეჭვები, რომ ზოგიერთი ქვეყანა სტატისტიკას შეგნებულად აყალბებდა. მეთოდოლოგია განსხვავებულია სიკვდილიანობის აღრიცხვის შემთხვევაშიც. სახელმწიფოთა უმრავლესობა თანმდევი, თუნდაც მძიმე დაავადებების მიუხედავად, გარდაცვალების მიეზად კოვიდს ასახელებს, თუმცა ნაწილს სტატისტიკაში მხოლოდ ის ადამიანები შეჰყავს, რომლებიც უშუალოდ კოვიდით დაიღუპნენ.


თუ კოვიდსტატისტიკა მიახლოებით სურათს მაინც გვანახებს, კიდევ უფრო ბუნდოვანია რეგულაციების ეფექტი, რომელმაც ფინანსურად პირველ რიგში საზოგადოების მოწყვლად ფენას დაარტყა, ისეთ ადამიანებს რომლებსაც დანაზოგი არ გააჩნდათ. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით იმ ადამიანთა რაოდენობა რომებიც PPP დათვებით დღიურად $1.90-ზე ნაკლებს მოიხმარდნენ 150 მლნ-ით გაიზრდება. გლობალური ეკონომიკა 2020 წელს მინიმუმ 4.5%-ით შემცირდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up