კოვიდსიკვდილიანობის მაღალი რიცხვი ვაქცინაციისა და პირველადი ჯანდაცვის ჩავარდნამ გამოიწვია

კოვიდსიკვდილიანობის მაღალი რიცხვი ვაქცინაციისა და პირველადი ჯანდაცვის ჩავარდნამ გამოიწვია

access_time2021-11-16 12:00:39

ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებას ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს. საქართველოში ბოლო 28 დღის განმავლობაში კორონავირუსის 121,757 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1,507 ადამიანი გარდაიცვალა. Worldometers -ის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მილიონ მოსახლეზე COVID-19-ით სიკვდილიანობით საქართველო მსოფლიოში მე-11 ადგილზეა, მაშინ როცა მეზობელი აზერბაიჯანი 98-ე ადგილს იკავებს, თურქეთი 88-ს ხოლო სომხეთი მე-19-ს.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რატომ ვერ მართავს საქართველოს მთავრობა კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას და  ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. საკითხზე მედიაჰოლდინგთან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის სპეციალისტი თენგიზ ვერულავა საუბრობს. იგი ამბობს, რომ გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი საქართველოში იმუნიზაციის დაბალმა ტემპმა და პირველადი ჯანდაცვის განუვითარებლობამ განაპირობა. მისი თქმით, თუ შექმნილი კრიტიკული მდგომარეობა გაგრძელდა, ქვეყანა კატასტროფის წინაშე დადგება.

 

„პირველ რიგში გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ აუცრელი ინფიცირებულების რაოდენობა ქვეყანაში ძალიან მაღალია. მეორე საკითხი არის ის, რომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემა არ არის კარგად განვითარებული. კორონავირუსი ესაა დაავადება, რომლის მართვაც ხდება პირველადი ჯანდაცვის დონეზე. ასეთ დროს მთავარია პროფილაქტიკა, რაც ოჯახის ექიმის დონეზე წყდება და არა სტაციონარში. რეალურად რეაგირება უფრო გვიან ხდება.


აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში განათლების დონე ძალიან დაბალია და ამას ნათლად პიზას კვლევები აჩვენებს. ეს ადამიანებში ვაქცინაციის კუთხითაც აისახება. სამწუხაროდ ანტივაქსერული განწყობა არის არა მარტო მოსახლეობაში, არამედ სამედიცინო პერსონალშიც. როცა საქმე ჯანმრთელობას და ეპიდემიას ეხება, მე ვფიქრობ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს. ყველასთვის თუ არა რაღაც კონტინგენტისთვის მაინც, მაგალითად სამედიცინო პერსონალისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის და ა.შ. სტრატეგიული კომუნიკაცია ვაქცინაციის წასახალისებლად  არ იყო ისეთი, როგორიც საჭიროა“, -განაცხადა თენგიზ ვერულავამ.

 

ჯანდაცვის სპეციალისტი ამბობს, რომ რთულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, რთული პოლიტიკური მდგომარეობა დაემთხვა. თენგიზ ვერულავას თქმით, თავყრილობები ვირუსის გადაცემას კიდევ უფრო აძლიერებს. მეცნიერებათა დოქტორის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა კონკრეტულ ადამიანზე არ ვრცელდება. მისი განმარტებით, საზოგადოების დაუდევრობით და მთავრობის არაკომპეტენტური გადაწყვეტილებებით საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა.


„ქვეყანაში შექმნილი ვითარება ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა არ არის. აქ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დგას, მათ შორის საზოგადოების, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობას სერიოზულად არ ეკიდება. ცხადია დგას სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც, რომელიც ხელს არ უწყობს სისტემურ გარდაქმნებს. თუმცა, მარტო სახელმწიფოს ბრალეულობა არ იკვეთება - მთავრობამ ვაქცინა შემოიტანა ჩვენ კი გარკვეული რაოდენობა გაგვიფუჭდა. პრობლემა არ გვაქვს გაცნობიერებული და ამ დრომდე შეთქმულების თეორიის და ჭორაობების დონეზე ვართ დარჩენილები. მეზობელ თურქეთში მოსახლეობის დაახლოებით 70 %-ია აცრილი, ცხადია განათლების დონე არ ყვავის, სწორედ ამიტომ პროცესში სახელმწიფო ჩაერია“, - აცხადებს თენგიზ ვერულავა.


 

მსოფლიოში COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი (Worldometers -ის სტატისტიკური მონაცემები მილიონ მოსახლეზე)

პერუ

ბულგარეთი

ბოსნია და ჰერცეგოვინა

ჩრდილოეთ მაკედონია

მონტენეგრო

უნგრეთი

ჩეხეთი

გიბრალტარი

ბრაზილია

რუმინეთი

საქართველო

სან-მარინო

არგენტინა

სლოვაკეთი

კოლუმბია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up