„კოვიდრეგულაციების 99% უსარგებლო იყო, რომ არა ეს, ეკონომიკური ზრდა დადებითი იქნებოდა“

„კოვიდრეგულაციების 99% უსარგებლო იყო, რომ არა ეს, ეკონომიკური ზრდა დადებითი იქნებოდა“

access_time2021-02-01 12:00:01

ათთვიანი უწყვეტი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, 2020 წელს მშპ 6.1%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ომის შემდეგ, 2009 წელს ვარდნამ ბევრად ნაკლები 3.7% შეადგინა. 2021 წელს დაგეგმილი 4.3%-იანი ზრდაც უკვე შეუძლებელი გახდა.


პირველ კვარტალის მოკრძალებული 2.3%-იანი ზრდის შემდეგ მეორე კვარტალში, როდესაც ყველა და ყველაფერი გაჩერდა, როდესაც ადამიანებს ავტომობილში მეუღლის გვერდზე ჯდომისთვის 3000 ლარით აჯარიმებდნენ ეკონომიკა კატასტროფულად 13.2%-ით შემცირდა, მესამე კვარტალში შედარებით შემსუბუქების პერიოდში 5.6%-ით, ხოლო მეოთხეში, მეორე ლოკდაუნის გამოცხადების შემდეგ 6.5%-ით.


საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს მთავრობის ადმინისტრაციიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გამოეხმაურა. ნათია თურნავას განცხადებით, წინასწარი პროგნოზით, 2020-ში ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა 6%-ით და ის აღიარებს, რომ ეს იმაზე მძიმე მაჩვენებელი, ვიდრე მთავრობა თავიდან პროგნოზირებდა.


ეკონომიკური ვარდნისა და მასში რეგულაციების ეფექტის შეფასებისთვის „კომერსანტი“ ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტს პაატა შეშელიძეს დაუკავშირდა. შეშელიძის თქმით, რეგულაციების 99%-ის საჭიროება უბრალოდ არ არსებობდა და რომ არა რეგულაციები, მართალია საერთაშორისო ტურიზმის კლების ხარჯზე ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდებოდა, მაგრამ რეცესიის ნაცვლად ზრდა მაინც დადებითი იქნებოდა.



აესკო-ს პრეზიდენტის განმარტებით, რეგულაციების დიდი ნაწილი, როგორიცაა მაგალითად კომენდანტის საათი, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა და არა ვირუსთან ბრძოლას. პანდემია ხელისუფლებამ შიშის დასათესად და ხალხის დასათრგუნად გამოიყენა. მისივე შეფასებით პრობლემები იყო თავად რეგულაციების მოქმედების პროცესშიც, როდესაც გაზაფხულზე პირბადეების დეფიციტის დროს, სახელმწიფომ მათი წარმოება საკუთარ თავზე აიღო და რამდენიმე საწარმო დაასუბსიდირა. ამ მიდგომამ ვერ იმუშავა, ბაზრის გახსნის შემდეგ კი იგივენაირი პირბადის საცალო ფასი 15-20 თეთრამდე შემცირდა.


„კომერსანტის“ კითხვაზე თუ რა უნდა გაკეთდეს 2021 წლიდან რეგულაციების მოხსნის გარდა, შეშელიძემ გვიპასუხა, რომ საჭიროა მონეტარული პოლიტიკის შეცვლა და ლარზე დამოკიდებულების შემცირება, მთავრობის შეზღუდვა ვალის აღების მოცულობაში და ბიზნესისთვის შეზღუდვების ან თუნდაც სუბსიდირების ნაცვლად თავისუფლების მიცემა.

ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე სამთავრობო უწყების წარმომადგენლები 5%-იან ვარდნას პროგნოზირებდნენ, რეალობა უფრო მძიმე აღმოჩნდა. მათივე მტკიცებით, 2021-ში ეკონომიკა 4.3%-ით უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ეს მაშინ თუ 15 იანვრიდან შეზღუდვების დიდი ნაწილი გაუმდებოდა. რეალობაში სავაჭრო ცენტრებს მუშაობის უფლება 2 კვირის დაგვიანებით მიეცათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის ვადა კი მარტამდე გადაიდო. შეზღუდვების მოწინააღმდეგე ბიზნესსუბიექტებისა და მოქალაქეების რაოდენობა 2021 წლის დასაწყისში, რამდენიმე თვის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა.


იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს 5%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი, რეალური დანაკარგი არა 6.1%, არამედ 11.1% გამოდის. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 2019 წლის მაჩვენებელს 2021 წელს ვეღარ დაუბრუნდება და ამის გარანტია არც 2022 წელს არსებობს.

 

გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up