კოვიდისგან თავისუფალი კუნძული - ტურისტები ზანზიბარს მიაწყდნენ

კოვიდისგან თავისუფალი კუნძული - ტურისტები ზანზიბარს მიაწყდნენ

access_time2021-02-14 18:00:47

გარკვეული დროიდან კორონავირუსის პანდემია ზანზიბარში არავითარ როლს არ თამაშობს და ეს კუნძულოვან სახელმწიფოში მილიონობით ტურისტს იზიდავს.

 

ადამიანების ოცნება - ზღვაზე დასვენება სიმშვიდეში, კორონავირუსზე ფიქრის გარეშე - ზანზიბარში უკვე რეალობად იქცა.

 

ქვეყნის პრეზიდენტმა ჯონ მაგუფულის 2020 წლის ივნისში ეპიდემიის დასრულების შესახებ განაცხადა.

 

„ჩვენ ვლოცულობდით და ვმარხულობდით. ღმერთმა ჩვენ კორონავირუსისგან გვიხსნა“  - განაცხადა მან.

 

კუნძულოვანი სამოთხე კორონავირუსისგან თავისუფალია, პირველ რიგში იმიტომ, რომ აი უკვე რამდენიმე თვეა ქვეყანაში კოვიდ-ტესტები არ კეთდება. ტურისტები აქ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შემოდიან. ერთად-ერთი, რაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით კეთდება, არის სიცხის გაზომვა აეროპორტში.

 

საკმარისია, უცხოელს არ ჰქონდეს 37-ზე მაღალი ტემპერატურა და ის ყოველგვარი პრობლემების გარეშე ზანზიბარის პლიაჟებზე დასვენებას შეძლებს.

 

არის თუ არა ზანზიბარი მართლაც თავისუფალი ვირუსისგან? ეს საკამათო საკითხია, თუნდაც იმიტომ, რომ მეზობელ კენიაში, რომელთანაც საზღვრები ღიაა, დაინფიცირებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი და ეს მხოლოდ ოფიციალურად.


 

დამსვენებლების ინფორმაციით, ზანზიბარი დღეს სრულიად პარალელური სამყაროა - პირბადეებს არავინ ატარებს, საფეხბურთო მატჩები და წვეულებები ჩვეულებრივად ტარდება, რესტორნებიც გადავსებულია.

 

ასეთმა ზედაპირულმა დამოკიდებულებამ კოვიდის მიმართ აღაშფოთა საკონსულტაციო კომპანია Skytrax, რომელმაც ზანზიბარის აეროპორტი შეისწავლა.

 

„ჩვენ შოკირებულები ვართ ჯანდაცვის და უსაფრთხოების დაბალი სტანდარტებით აეროპორტში. ბოლო 8 თვის მანძილზე ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ბევრი აეროპორტი შევამოწმეთ. თუმცა, კოვიდის პრევენციის კუთხით, ზანზიბარის აეროპორტი ყველაზე უარესია. პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების პროტოკოლები იქ არათუ არ სრულდება, არამდე საერთოდ არ არსებობს“ - განცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ედვარდ პლეისტიდმა.

 

არავითარი რეგულაციები არ არსებობს  - ჰიგიენის დაცვა, დისტანცირება, პირბადეების ტარება, ამ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი მითითებები არ არის. ასევე შეუძლებელია სურვილის შემთხვევაში აეროპორტში პირბადის შეძენა.

 

აეროპორტში მხოლოდ რამდენიმე დისპენსერია მადეზინფიცირებელი სითხით, სულ ესაა უსაფრთხოების ზომები.

 

პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ მგზავრთა დიდი რაოდენობის გამო აეროპორტში დისტანციის დაცვაც შეუძლებელია.

 

ზანზიბარს ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან მიაწყდნენ, თუმცა, ყველაზე აქტიურად - რუსეთიდან და უკრაინიდან. ყოველდღიურად ამ ორი ქვეყნიდან ზანზიბარში 5 ჩარტერული რეისი სრულდება.

 

2020 წლის დეკემბერში და 2021 წლის იანვარში ტურისტების რაოდენობამ 2019 წლის ჯამურ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. და ეს მაშინ, როდესაც მთელი წელი ჯერ კიდევ წინაა.

 

 

 

წყარო: fr.de





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up