კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ჟან კასტექსი თვითიზოლაციაში გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გასულ კვირას „Tour de France“-ის დირექტორს, კრისტიან პრუდომს შეხვდა, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.
საფრანგეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ის დადგენილ პროტოკოლს დაიცავს და კორონავირუსზე ტესტის პასუხის მოსვლამდე თვითიზოლაციაში იქნება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ჟან კასტექსი კორონავირუსზე ტესტს ჩააბარებს და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.
imedinews.ge