კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, პიტერ ალტმაიერი კარანტინში გადავიდა.
მინისტრის განცხადებით, მას ბერლინში სავაჭრო საბჭოს სხდომაზე კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
„პრევენციის მიზნით კარანტინში გადავდივარ. ტესტირება გავიარე და პასუხი უარყოფითი იყო. თავს კარგად ვგრძნობ“, - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი კარანტინში გადავიდა.
imedinews.ge