კოვიდინფიცირების ახალი 182 დადასტურებული შემთხვევიდან 129 აჭარიდანაა, 34 თბილისიდან

კოვიდინფიცირების ახალი 182 დადასტურებული შემთხვევიდან 129 აჭარიდანაა, 34 თბილისიდან

access_time2020-09-18 12:08:59

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 182 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან შემთხვევათა უმრავლესობა, კერძოდ 129 ინფიცირებული აჭარის რეგიონზე მოდის.


რაც შეეხება სტატისტიკურ განაწილებას, მარინა ეზუგბაიას თანახმად, აჭარის 129 შემთხვევიდან 114 ბათუმში ინფიცირების შემთხვევებია, 11, ქობულეთში, 3 ქედაში და 1 შუახევში. რაც შეეხება დანარჩენ მონაცემებს:


„თბილისი არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში გახლავთ 11, ქვემო ქართლში რუსთავის სახით არის 4, გურიაში 3 და კახეთში 1“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს. მისი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში ჯამურად 1657 პაციენტი მკურნალობს. მათგან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 11 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობამ 75-ს გადააჭარბა.


დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 3119-მდე გაიზარდა.



ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 13 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1435.


საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.


radiotavisupleba.ge




თეგები:
კოვიდ 19



ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია "უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსსგამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში "უნისონის" ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული - წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული -  წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“
access_time2020-10-27 15:03:08
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ  ჯაფარიძემ საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასებზე  და მათი სიძვირის მიზეზებზე ისაუბრა. დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიას და მონოპოლიას ბრალდება, თუმცა მისი თქმით, წამლების სიძვირეს რაელურად სხვა მიზეზი აქვს და მათი გიაფებაც საკმაოდ მარტივია. ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში არსებული 9 მედიკამენტის ფასი თურქეთში იდენტური მედიკამენტების ფასებს...

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა
access_time2020-10-27 14:29:21
Scroll-ის ელექტროსკუტერები უკვე უკრაინაშია. ამ ეტაპზე, გაქირავების სერვისით სარგებლობა მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. როგორც კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, 2021 წლის გაზაფხულისთვის, Scroll-ის ელექტროსკუტერები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.   „შემდეგი წლის განმავლობაში ვაპირებთ სხვა ქალაქებშიც შევიდეთ, თუმცა ჩვენი გაფართოება სხვადასხვა ნიუანსზეა დამოკიდებული. მაგალითად, მნიშვნელოვანია როგორი მდგომარეობა იქნება პანდემიის კუთხით და...

სამსუნგის ფესტივალი მეგატექნიკაში!

სამსუნგის ფესტივალი მეგატექნიკაში!
access_time2020-10-27 11:30:31
მეგატექნიკაში სამსუნგის ფესტივალი დაიწყო! მეგატექნიკას ყველა ფილიალსა და ონლაინ მაღაზიაში, სამსუნგის ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას თქვენ  დასაჩუქრდებით ისეთი გრანდიოზული საჩუქრებით როგორიცაა ტელევიზორი, მიკროტალღური ღუმელი, საუნდბარი და სასაჩუქრე ვაუჩერები. მაგალითად თუ თქვენ უახლესი სმარტფონის შეძენა გსურთ, აუცილებლად უნდა გვეწვიოთ ფილიალებში და მიიღოთ საუკეთესო შეთავაზებები სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონებზე. ფესტივალის ფარგლებში Trade In აქციით სარგებლობაც არის...

ნათია თურნავა - შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა

ნათია თურნავა - შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა
access_time2020-10-27 13:00:22
პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და სწორედ ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც არც არავინ საქართველოში და მსოფლიოში არ იცოდა სწორი რეაგირება პანდემიაზე; არ იყო ჯერ კიდევ ტესტირება იმ დონეზე;...


მსგავსი სიახლეები

up