„კოვიდ უსაფრთხო, მწვანე რეგიონი საქართველოში“ - კახეთი ტურისტულ სეზონს ახალი სლოგანით გახსნის

„კოვიდ უსაფრთხო, მწვანე რეგიონი საქართველოში“ - კახეთი ტურისტულ სეზონს ახალი სლოგანით გახსნის

access_time2020-05-14 12:45:22

„ჩვენ არცერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია, ყველა სამუშაო ადგილი შენარჩუნებულია. სულმოუთქმელად ველოდებით სტუმრებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ისევ იმ მწვერვალებზე დავბრუნდეთ, როგორიც ეს უახლოეს წარსულში დავტოვეთ“, - ამის შესახებ „შუხმან ვაინის’’ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა.

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 15 ივნისიდან ქვეყანაში ადგილობრივ ტურიზმი გაიხსნება, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო საერთაშორისო ვიზიტორებს მიიღებს. ტურისტული სეზონის გახსნისთვის აქტიურად ემზადებიან კახეთშიც „შუხმანის შატოში“. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, „შუხმან ვაინმა“  ტურისტული სეზონის გახსნის წინა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო დაიწყო. ნუცა აბრამიშვილის განმარტებით, სპეციალური პაკეტებს პირველ ეტაპზე ადგილობრივი სტუმრების შესთავაზებენ, სერვისებზე ძირითადად აქცენტი გაკეთდება სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელ პროცედურებზე, გასტრონომიულ მიმართულებაზე, ღვინის დაგემოვნებაზე, ღვინის აბაზანებსა და დეტოქს პროცედურებზე; აბარმიშვილის განცხადებით ყურადღება ასევე გამახვილდება კახეთის უნიკალურ ბუნებაში სპეციალური სათავგადასავლო ტურების ორგანიზებაზე.

 

„შუხმანის ტურისტულ კომპლექსში გასულ წელს შეიქმნა ექსკლუზიური ღვინის სოფელი, სადაც დამსვენებლებს შეეძლებათ ინდივიდუალური და განცალკევებული დასვენება უნიკალური არქიტექტურის მქონე სასტუმრო ვილებში, რომლებიც გარშემორტყმულია ვენახებით, სადაც ყველა ექსკლუზიური სერვისი, დაწყებული სპა პროცედურებით თუ დამთავრებული ღვინის დეგუსტაციებით შეეძლებათ ექსკლუზიურად ვილებში მიიღონ. შუხმანის კომპლექსში მოქმედებს ორი ღია და ერთი დახურული საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, გასართობი კუთხე, ღვინის სპა და ქართული რესტორანი“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.


 

ნუცა აბრამიშვილის თქმით, კახეთის რეგიონი გახდება მისი მნიშვნელობით მსოფლიოში ყველაზე კოვიდ უსაფრთხო, მხარე სადაც ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ასევე შენარჩუნებული იქნება მწვანე რეგიონის სტატუსი.

 

 „თითოეულ ჩვენგანს, ყველა ჩვენს მოქალაქეს ესაჭიროება სუფთა ჰაერი, ბუნებით ტკბობა, სხვადასხვა გამაჯანსაღებელი აქტივობები, ერთმანეთთან კომუნიკაცია და ჩვენც მათთან ერთად დავისვენებთ და ეს იქნება ყველაზე სიხარულის მომგვრელი მუშაობა, გვექნება პატივი მოვემსახუროთ ჩვენს სტუმრებს და გვიხაროდეს ერთად ყოფნა. მე დიდი იმედი მაქვს ქვეყნის, რომ დადებითი დინამიკა ვირუსის დაძლევაში ასეთი ტემპებით შენარჩუნდება და საქართველო მალე კარს გაუღებს მსოფლიო ტურისტებსაც. მათ კი დავხვდებით კარგად მომზადებულნი ყველა უსაფრთხოების და პრევენციული ნორმების სრული დაცვით“, - განმარტავს ნუცა აბრამიშვილი.

 


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up