კოვიდ 19-ს გამო ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დათქმულ ვადებში არ დასრულდება

კოვიდ 19-ს გამო ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დათქმულ ვადებში არ დასრულდება

access_time2020-07-20 11:00:29

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დათქმულ ვადებში არ დასრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტი,რომელსაც თბილისიდან ონამდე მანძილი დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დრო თითქმის 2 საათით უნდა შეემცირებინა 2022 წლამდე გადავადდა. „კომერსანტის“  კითხვაზე რატომ ვერ მოხერხდა დათქმულ ვადებში ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მიზეზი ახალი კორონავირუსია.


მაშინ როდესაც საქართველოს მთავრობის წევრები აცხადებენენ, რომ პანდემიის დროს არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა, ირკვევა რომ ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა გაჩერებული იყო.


სახელმწიფო უწყებაში საკითხზე დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ. „კომერსანტის“ მიერ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით მხოლოდ პროექტის ვადები ხდება ცნობილი:  


„საჩხერე - ქვემოხევი - უზუმთა - შქმერი - ზუდალის კმ 5.537-კმ 10.556 მონაკვეთის (ლოტი II) სარეაბილიტაციო სამუშოების დასრულების ვადად ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული იყო 2020 წლის 21 ივნისის ჩათვლით პერიოდი. თუმცა, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი სხვადასხვა გაუთვალისწინებელი სამუშაოების, მნიშვნელოვნად გაზრდილი შესასრულებელი სამუშაოების მოცულობებისა და ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული იძულებითი შეჩერების გამო, კონტრაქტორს სამუშაოების დასრულების ვადა გაუგრძელდა 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით;


საჩხერე-ქვემოხევი-უზუნთა-შქმერი-ზუდალის მონაკვეთის კმ10.548-კმ20.548 მშენებლობაზე (ლოტი III) გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 24 თვე (2021 წლის 25 სექტემბერი).



ამ მონაკვეთზე სამუშაოებს შპს ფერი ასრულებს. ხელშეკრულების ღირებულება 20 583 370 ლარია.


საჩხერე-ქვემოხევი-უზუნთა-შქმერი-ზუდალის მონაკვეთის კმ22.548-კმ29.393 მშენებლობაზე (ლოტი IV) გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 4 ივნისის ჩათვლით პერიოდი;


ამ მონაკვეთზეც სამუშაოებს შპს ფერი ასრულებს. ხელშეკრულების ღირებულება 17 426 924 ლარია.


საჩხერე-ქვემო ხევი-უზუნთა-შქმერი-ზუდალის მონაკვეთის კმ 29.5 - კმ 40.9 მშენებლობაზე (ლოტიV) გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 15 ივლისის ჩათვლით პერიოდი;


ამ მონაკვეთზე სამუშაოებს შპს New Road  ასრულებს. ხელშეკრულების ღირებულება 18 688 888 ლარია.


საჩხერე - ქვემოხევი - უზუმთას საავტომობილო გზის შქმერი-ზუდალის კმ 40.9 -კმ 48.6 მონაკვეთის (ლოტი VI) სარეაბილიტაციო სამუშოების დასრულების ვადად ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული იყო 2020 წლის 18 ივნისის ჩათვლით პერიოდი. თუმცა, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი სხვადასხვა გაუთვალისწინებელი სამშაოების, მნიშვნელოვნად გაზრდილი შესასრულებელი სამუშაოების მოცულობებისა და ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული იძულებითი შეჩერების გამო, კონტრაქტორს სამუშაოების დასრულების ვადა გაუგრძელდა 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.


ამ მონაკვეთზეც სამუშაოებს შპს New Road ასრულებს. ხელშეკრულების ღირებულება 20 888 888 ლარია“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციაში.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up