პორტუგალია კოვიდ 19-ის ვაქცინაციის მაჩვენებლით პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ პორტალ Our World In Data-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 10.3 მილიონს შეადგენს, დაახლოებით 84% სრულადაა ვაქცინირებული, რაც მსოფლიოში უდიდესი მაჩვენებელია, მას არაბთა გაერთიანებული საამიროები (80.8%) და სინგაპური (77.3%) მოჰყვებიან.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიაში კოვიდ საშვების წარდგენა საჭიროა გარკვეულ ადგილებში, დიდ ღონისძიებებზე, სპორტდარბაზებში, ასევე შაბათ-კვირის განმავლობაში რესტორნებში.
პორტუგალიაში, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 891 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და რვა ადამიანი დაიღუპა.
ipn.ge