კოვიდ-19-ის მსოფლიო ზარალმა შესაძლოა $8.8 ტრილიონს მიაღწიოს-ADB-ის ანგარიში

კოვიდ-19-ის მსოფლიო ზარალმა შესაძლოა $8.8 ტრილიონს მიაღწიოს-ADB-ის ანგარიში

access_time2020-05-15 09:40:46

მსოფლიო ეკონომიკამ ახალი კორონავირუსის (კოვიდ19) პანდემიის შედეგად შესაძლოა 5.8-დან 8.8 ტრილიონ აშშ დოლარამდე იზარალოს, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.4%-დან 9.7%-მდეა, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის დღეს გამოქვეყნებულ (ADB) ანგარიშში.


ანგარიში, კოვიდ-19-ის პოტენციური ეკონომიკური ზეგვლენის განახლებული შეფასება, ადგენს რომ ეკონომიკურმა ზარალმა აზიასა და ოკეანეთში შესაძლოა იმერყევოს 1.7 ტრილიონი აშშ დოლარიდან — გავრცელების სწრაფი შეკავების, სამთვიანი სცენარის შემთხვევაში — 2.5 ტრილიონ აშშ დოლარამდე— ხანგრძლივი შეკავების ექვსთვიანი სცენარის შემთხვევაში, რაც მსოფლიო წარმოებაში რეგიონის წვლილს 30%-ით შეამცირებს.


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ შესაძლოა 1.1-დან 1.6 ტრილიონ აშშ დოლარამდე ზარალი ნახოს. ახალი ანალიზი აზიის განვითარების პროგნოზი 2020-ის მონაცემების განახლებული ვერსიაცაა. 3 აპრილს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში მსოფლიო ზარალი 2.0-დან 4.1 ტრილიონ აშშ დოლარამდე იყო ნავარაუდევი.


მსოფლიოს მასშტაბით მთავრობები პანდემიის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირებით გამოირჩეოდნენ და მიიღეს როგორც ფისკალური და სავალუტო რეგულაციების შემსუბუქების ზომები, ასევე გაზარდეს ხარჯვა ჯანდაცვის სფეროში და პირდაპირი დახმარება მოგებასა და შემოსავლებში არსებული დანაკარგების შესამცირებლად.


ანგარიშის მიხედვით, თუ მთავრობები მსგავს ღონისძიებებს გააგრძელებენ, ამან შესაძლოა კოვიდ-19-ის ეკონომიკური ზემოქმედება 30%-დან 40%-მდე შეარბილოს და პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური დანაკარგები 4.1-დან 5.4 ტრილიონ აშშ დოლარამდე შუალედში შეამციროს. „ანალიზი, რომელიც იყენებს გლობალური ვაჭრობის ანალიზის პროექტის ზოგადი ეკვილიბრუმის მოდელს, მოიცავს პანდემიისგან დაზარალებულ 96 ეკონომიკას კოვიდ-19-ის 4 მილიონზე მეტი რეგისტრირებული შემთხვევით. ტურიზმის, მოხმარების, ინვესტიციების, ვაჭრობისა და წარმოების ჯაჭვების შოკებს, რომელიც აზიის განვითარების პროგნოზი 2020-ში იყო ნავარაუდევი ახალ ანგარიშში ემატება გადამცემი არხები, როგორიცაა ვაჭრობის ხარჯების ზრდა, რაც აფერხებს მობილობას, ტურიზმს და სხვა დარგებს; დარღვევები მიწოდების ჯაჭვში, რაც უარყოფითად მოქმედებს მწარმოებლუნარიანობასა და ინვესტიციებზე; და მთავრობის საპასუხო პოლიტიკა, რომელიც კოვიდ19-ის მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენას არბილებს. „ახალი ანალიზი წარმოადგენს კოვიდ-19-ის პოტენციური მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზემოქმედების ფართო სურათს,“ — განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ.



„ის ასევე ხაზს უსვამს ზარალის შესამცირებლად მთავრობის ღონისძიებების მნიშვნელობას. ახალი მონაცემები შესაძლოა მთავრობებს სახელმძღვანელოდაც გამოადგეს და იმ ზომების განსაზღვრაში დაეხმაროს, რაც პანდემიის შეკავებასა და ეკონომიკებსა და მოსახლეობაზე მისი ზემოქმედების შერბილებაში დაეხმარება.“


ADB-ის კოვიდ-19-ის რეგულაციების მონაცემთა ბაზა შეიცავს დეტალურ ინფორმაციას იმ მთავარ ეკონომიკურ მექანიზმებზე, რასაც ADB-ის წევრები პანდემიის წინააღმდეგ მიმართავენ. გავრცელების შეკავების მოკლე და გრძელ სცენარებში ანგარიში განმარტავს, რომ საზღვრების ჩაკეტვა, სამგზავრო შეზღუდვები და კარანტინი, რაც პანდემიით დაზარალებულმა ეკონომიკებმა კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებლად მიიღეს, მსოფლიო ვაჭრობას სავარაუდოდ 1.7-დან 2.6 ტრილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს. დასაქმება მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება 158-დან და 242 მილიონამდე სამუშაო ადგილით, რაც აზიასა და ოკეანეთში ჯამური სამუშაო ადგილების დაკარგვის 70%-ს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლის შემცირება 1.2-დან 1.8 ტრილიონ აშშ დოლარამდეა მოსალოდნელი, რომლის 30%-ს რეგიონის ეკონომიკები იგრძნობენ, ანუ 359 მილიარდიდან 550 მილიარდ აშშ დოლარამდე.



ჯანდაცვის ხარჯების გაზრდასა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასთან ერთად შემოსავლისა და დასაქმების ძლიერი დაცვაც აუცილებელია უფრო რთულად მიმდინარე და გახანგრძლივებული ეკონომიკური გაჯანსაღების თავიდან ასაცილებლად. მთავრობებმა მიწოდების ჯაჭვების უწყვეტობა უნდა უზრუნველყონ; ხელი შეუწყონ და გააღრმავონ ელექტრონული კომერცია და საქონლისა და მომსახურების მიწოდების ლოგისტიკა და დააფინანსოს დროებითი სოციალური დაცვის მექანიზმები, უმუშევრობის სუბსიდირება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებების — განსაკუთრებით საკვების — მიწოდება მოხმარების კიდევ უფრო მკვეთრი შემცირების თავიდან  ასაცილებლად, ნათქვამია ანგარიშში.



სიტუაციის სწრაფი განვითარების პარალელურად, ზემოქმედების შეფასების განახლებულ ინფორმაციას ADB საინფორმაციო არხების საშუალებით მოგაწვდით. ADB აქტიურად მუშაობს მისი წევრების კოვიდ-19-ის შედეგებზე რეაგირებაში დასახმარებლად მიმდინარე წლის 13 აპრილს გამოცხადებული 20 მილიარდი აშშ დოლარის საპასუხო პაკეტის საშუალებით. ბანკმა რეფორმათა სერია გაატარა ოპერაციების დასაჩქარებლად და დახმარების მოკლე ვადებში, მოქნილი პროცედურებით მისაწოდებლად. ეწვიეთ ADB-ის ვებ-გვერდს ჩვენი მიმდინარე საპასუხო საქმიანობის შესახებ. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up