კოტე სულამანიძე: "ბანკებმა კონკურენტებს ფულზე წვდომასა და ბიზნესის კეთებაში ხელი არ უნდა შეუშალონ"

კოტე სულამანიძე: "ბანკებმა კონკურენტებს ფულზე წვდომასა და ბიზნესის კეთებაში ხელი არ უნდა შეუშალონ"

access_time2017-02-28 15:30:09

„მთავარია, არაპროფილური აქტივების ფლობით კონკურენტ კომპანიებს ფულთან წვდომაში ხელი არ შეეშალოთ"-აცხადებს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი კოტე სულამანიძე. მისი განმარტებით, დღეს კომერციული ბანკები სადაზღვევო სფეროში არაპროფილურ აქტივებს არ ფლობენ. სულამანიძის განცხადებით, საფინანსო სექტორია დაზღვევაც და ბანკიც. შედეგად, აქ ხელისშემშლელი ფაქტორებზე საუბარი არ შეიძლება.


„საფინანსო სექტორის შემადგენელი ნაწილია ორივე. ლოგიკურია, რომ საფინანსო სექტორში მოღვაწე კომპანია იგივე საფინანსო სექტორში ფიქრობს გაფართოებას"-აცხადებს "კომერსანტთან" საუბრისას სულამანიძე.


როგორც სულამანიძე აცხადებს,ბანკებს ედავებიან იმაში, რომ სხვა კომპანიებს ხელი ეშლებათ ფულთან წვდომაში. მთავარია ამ პრინციპის დაცვა და არა ის, გამიჯნული იყოს თუ არა ბანკების მხრიდან არაპროფილური აქტივების ფლობა. მაგალითად, ამერიკაში გამიჯნულია, თან საკმაოდ მკაცრად. საინვეტიციო ბანკინგი ცალკეა და კლიენტებთან ურთიერთობა ცალკე. ინფორმაციის გადინება არ შეიძლება. მთავარია, რომ გონივრულად იყოს და არ გამოიყენონ ისე,რომ კონკურენტებს ხელი შეეშალოთ ფულთან წვდომაში და ბიზნესის კეთებაში"-აცხადებს სულაბერიძე.


კითხვაზე, ხდება თუ არა ქართულ რეალობაში ბანკებიდან ინფორმაციის გადინება და კონკურენტ კომპანიებს შეზღუდული აქვთ თუ არა ფულზე წვდომა,სულაბერიძე განმარტავს, რომ ეს ბიზნეს კომპანიებს უნდა ვკითხოთ.



როგორც ცნობილია, 2017 წლის ბოლომდე საქართველოში საბანკო სექტორიდან არაპროფილურ ბიზნესს კანონი გამიჯნავს. ამის შესახებ „კომერსანტს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ილია წულაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარებს. როგორც წულაია აცხადებს, ამ ეტაპზე ხდება შესწავლა, თუ როგორ შეიძლება საკითხის დარეგულირება და რა ფორმით. ამის შემდეგ კი, უკვე ინიცირება მოხდება.


ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის ფლობაზე წლებია საუბრობენ ეკონომისტები და ფინანსისტები. 2016 წლის დეკემბერში ამაზე განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდანაც გაკეთდა. დეპუტატ კახა ოქრიაშვილის პოზიციით, აღნიშნული კანონის შეუსრულებლობის გამო, მთავრობა ბიზნესის ნდობას კარგავს.



ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება 2014 წლის აგვისტოში მიიღო.მაშინ ბანკებს არაპროფილურ აქტივებზე უარის სათქმელად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ.



„კომერსანტთან " დეველოპერული კომპანიების პირველი პირებიც არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ბანკების მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიები კვლავ ამ ბანკებთან კავშირში განაგრძობენ საქმიანობას, რაც კლიენტებისთვის გაკეთებულ შეთავაზებებშიც ჩანს.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 



სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანს“ აუქციონზე ხელახლა გაიტანენ - რა შემოსავალი აქვს კომპანიას, რომელიც ზარალზე მუშაობს

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანს“ აუქციონზე ხელახლა გაიტანენ - რა შემოსავალი აქვს კომპანიას, რომელიც ზარალზე მუშაობს
access_time2019-12-11 13:21:40
საპარტნიორო ფონდი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანს“ აუქციონზე ხელახლა გამოიტანს.ამის მიზეზი 6 დეკემბერს დაგეგმილი აუქციონის ჩაშლა გახდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საპარტნიორო ფონდში განუცხადეს, აუქციონის დღეს კომერციულ ობიექტს მყიდველი არ გამოუჩნდა. მაღალი ინტერესის მიუხედავად, აუქციონზე რეგისტრაცია მსურველებს არ გაუვლიათ. ფონდი პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობდა სასტუმროს აქტივების 10-წლიან იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად, შესყიდვის შემთხვევაში საწყისი ფასი 37,565,408 აშშ...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაზარდა და ამით სესხები გააძვირა

საქართველოს ეროვნულმა  ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაზარდა და ამით სესხები გააძვირა
access_time2019-12-11 12:16:35
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის...

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს შეიძენს

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს შეიძენს
access_time2019-12-11 11:56:16
„მერია და მიკროავტობუსების კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია, რომელიც უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ხმალაძის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება...

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა  სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“
access_time2019-12-11 11:30:10
„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა შეაჩერებს იმ სპეკულაციურ განცხადებებს, რომელიც მოსახლეობასა და ექსპერტებს აქვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დაანონსებას“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა  ირაკლი მარგველაშვილმა  მას შემდეგ ესაუბრა,...

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...


მსგავსი სიახლეები

up