კოტე სულამანიძე:  „დაზღვევა ბუნებრივად უნდა გახდეს სავალდებულო“

კოტე სულამანიძე: „დაზღვევა ბუნებრივად უნდა გახდეს სავალდებულო“

access_time2019-06-11 09:00:21


„ჰუალინგ დაზღვევის“ და „ბი ეიჩ ელ–ლიზინგის“ გენერალური დირექტორმა, კოტე სულამანიძემ, რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოში საბანკო და საფინანსო ბაზრისშესახებ ისაუბრა.


„სალიზინგო მიმართულებას მნიშვნელოვნად სჭირდება განვითარება. ბანკებს უჭირავთ საფინანსო სექტორის 91%, შემდგომ არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო კომპანიები და სალიზინგო კომპანიები - უფრო ნაკლებად. განვითარება სჭირდება ამ მიმართულებას და რაც მთავარია განვითარება სწორი მიდგომითა და მოდელით. ერთ-ერთი მოდელი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, აპრობირებულია მსოფლიო მასშტაბით. ეს გულისხმობს მთელი ფინანსური პროდუქტების ერთი პლატფორმის ქვეშ შეთავასებას.



სადაზღვევო სექტორს რომ გადავხედოვთ, ვნახავთ რომ პენეტრაცია საკმაოდ დაბალია. დღეს საქართველოში 1 300 000 მანქანაა რეგისტრირებული, თუმცა დაზღვეულია მხოლოდ 80 ათასი. ანალოგიური ვითარება გვაქვს ქონების დაზღვევის კუთხით, სულ რვა მილიონი დოლარია, რაც საკმაოდ პატარაა. მსოფლიო პრაქტიკას თუ დავაკვირდებით, სადაზღვევო სექტორთან მოსახლეობის კავშირი იწყება მაშინ, როცა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უმჯობესდება. ის პირველ რიგში, იწყებს ჯანმრთელობის დაზღვევას და შემდგომ ფიქრობს უკვე ავტომობილსა და ქონებაზე. ვფიქრობ, საქართველო უკვე არის იმ ეტაპზე, რომ მოსახლეობამ ისარგებლოს დაზღვევის სერვისებით. ჩვენ ვფიქრობთ,რომ ბაზარი მწიფდება და უკვე დროა შეიძინოს მოსახლეობამ დაზღვევის პროდუქტები. ამ მიმართულებით კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს სადაზღვევო პროდუქტის სიმარტივე და გამჭვირვალობა. სიმარტივე,როგორც პროდუქტში, ისე მიწოდებაში.




რაც შეეხება, ლიზინგსა და სალიზინგო კომპანიებს, უნდა ითქვას,რომ კომპანიების ჯამური პორტფელი 360 მილიონია, თუმცა რთულია ზუსტად გავმიჯნოთ,რამდენია სალიზინგო პროდუქცია,რადგან ზოგი გადაფარვაშია საბანკო პროდუქტებთან.
ვფიქრობთ,რომ ფინანსური სექტორი და მომსახურება არ იქნება სრულფასოვანი, თუ მომხმარებელს მხოლოდ საბანკო პროდუქტებს შევთავაზებთ. ამიტომ, საჭიროა კომბინირებული შეთავაზება, ერთი პლატფორმის ქვეშ, ერთ სივრცეში პროდუქტების შეთავაზება ზრდის კლიენტის კმაყოფილებას.



საქართველოში სადაზღვევო სფერო მაშინ ვითარდებოდა, როდესაც რაღაც სამწუხარო ინციდენტი ხდებოდა, იწვებოდა ბაზრები და ა.შ. და უკვე შემდგომ გახდა თავშეყრის ობიექტების დაზღვევა სავალდებულო. ამდენად, არ უნდა ველოდოთ სამწუხარო მოვლენებს და ბუნებრივად უნდა გახდეს დაზღვევა სავალდებულო,“- ამბობს კოტე სულამანიძე.


რადიო კომერსანტი

ნათია კეკენაძე






არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება

არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება
access_time2019-09-19 22:40:22
საბანკო რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსისა და საბანკო რეგულაციების გავლენის საკითხი...

2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს

 2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს
access_time2019-09-19 19:00:57
ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს,რომ შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ,...

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...


მსგავსი სიახლეები

up