კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა

access_time2019-08-01 15:39:38

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. საპილოტე პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურს ეწვია, ოპერატორებს გაესაუბრა და კონსულტაცია მიიღო.



თბილისის მერის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეებში თბილისის სხვა რაიონების კონკრეტულ ქუჩებზეც ამოქმედდება.



„დღეს უკვე ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმას წარმოადგენს. კოტე აფხაზის ქუჩაზე ამოქმედებულ ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას უშუალო კურირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები გაუწევენ. ისინი ყველაფერს აუხსნიან მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, აქ ავტომანქანა გააჩერონ. გადახდის წესები მარტივია. ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი როგორც გადახდა, ასევე ზონის შერჩევა და 15-წუთიანი უფასო პარკინგით სარგებლობა. გარდა ამისა, გადახდა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობითაც, რომლითაც ჩვენ კომუნალურ გადასახადებს ვიხდით.




ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება უფასო იქნება. მათ უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი ავტომანქანები, ამის შემდეგ კი ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ მათ გაჩერებას.



საპილოტე პროექტის არეალში დახაზულია საპარკინგე ადგილები, სადაც ზონის ნომრებია მითითებული. ჩვენ გვაქვს სამი ზონა - „ა“, „ბ“ და „ც“ ზონები. ამ ეტაპზე ჯერჯერობით მხოლოდ „ა“ ზონის სტატუსი მოქმედებს. შემდეგ ეტაპზე დანარჩენი ზონები ამოქმედდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.



ადგილზე თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდნენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი.








„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის-მედიკამენტები საბაჟოზე მაქსიმუმ 15 დღე დაყოვნდება

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის-მედიკამენტები საბაჟოზე მაქსიმუმ 15 დღე დაყოვნდება
access_time2020-07-09 18:00:04
„მეორე მოსმენით დადგენილი ცვლილება მისასალმებელია, კანონპროექტის პირველ ვარიანტით გაცხადებული ვადა ორჯერ შემცირდა, თუმცა, თეორიულად შესაძლებელია, რომ ცვლილება მედიკამენტების ფასზე აისახოს, მაგრამ გაცილებით ნაკლებად“, - ასე აფასებს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც...

როდის განაახლებს სტუმრების მიღებას „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“

როდის განაახლებს სტუმრების მიღებას „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“
access_time2020-07-09 17:00:15
„სილქ როუდ ჯგუფის“ სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამულში“ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას 3 დღეში დაუბრუნდება, - ამის შესახებ სასტუმროს მენეჯერი ელენე ოთარაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ამ დროისათვის წინანდლის მამულში ადგილზე ექსპერტები და გამომძიებლები მუშაობენ. როგორც სასტუმროს ხელმძღვანელი აღნიშნავს, საუნა ამ დროისთვის არსებული რეგულაციების გამო არ ფუნქციონირებდა. „ხანძრის შედეგად დაზიანდა მეხუთე სართულზე განთავსებული საუნა და...

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-09 13:25:44
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის...


მსგავსი სიახლეები

up