კოსტავას ქუჩაზე სკვერი მოეწყო

კოსტავას ქუჩაზე სკვერი მოეწყო

access_time2020-10-13 16:30:00

კოსტავას ქუჩაზე, თბილისის ცირკის მიმდებარედ სკვერი მოეწყო. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.


მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია ადგილობრივ მოსახლეობას თვითნებურად ჰქონდა შემოსაზღვრული და ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიის დიდი ნაწილი საბავშვო ზონას დაეთმო - რეზინის ფილებიან მოედანზე სათამაშო ინვენტარი, მათ შორის ორდონიანი ატრაქციონი და საქანელა განთავსდა. სკვერში, ბილიკები და განათების ქსელი მოეწყო. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე.



დასრულებული სამუშაო პროცესი მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ მოინახულა.




„აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი დასასვენებელი სივრცე არასდროს ყოფილა. შესაბამისად, ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გაუგებარი კონსტრუქციის მაგივრად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწო. ჩვენი მიზანია, არცერთი უბანი დარჩეს მსგავსი სივრცის გარეშე და ყველა ბავშვმა სახლთან ახლოს შეძლოს გართობა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.



ინფრასტრუქტურული პროექტი კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 126 120 ლარი გამოიყო.





თეგები:
სკვერი



სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
access_time2021-01-15 16:00:05
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა  ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად  2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.   „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
access_time2021-01-15 14:50:43
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.     შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ  დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა.  ასევე საუბარი შეეხო ზოგადად...

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი
access_time2021-01-15 15:00:56
„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.     „ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ...

ქართული ვაშლის ექსპორტის ზრდას შეფუთვის პრობლემა აფერხებს

ქართული ვაშლის ექსპორტის ზრდას შეფუთვის პრობლემა აფერხებს
access_time2021-01-15 16:00:22
ერთ ჯგუფში შემავალმა ვაშლის მწარმოებლებმა Tiriphoni Gardens, Kvarkhiti Agro და AgroGori-მ 2020 წელს, კარგი მოსავლის მიუხედავად, თავიანთი პროდუქციის ექსპორტი ვერ დაიწყეს - ამის მიზეზი შესაბამისი შეფუთვის არარსებობა გახდა. თუმცა, ეს არაა ერთადერთი პრობლემა, რომელიც ჯგუფის წინაშე 2020 წელს იდგა. საიტი EastFruit ჯგუფის დირექტორს ზურაბ გოჯიაშვილს გაესაუბრა.   - როგორი იყო ამ სეზონში მოსავალი თქვენს...

ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან სტუმრად და არ იხდიან დაბადების დღეებს - როგორ შეიცვალა ცხოვრების სტილი პანდემიის პერიოდში

ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან სტუმრად და არ იხდიან დაბადების დღეებს - როგორ შეიცვალა ცხოვრების სტილი პანდემიის პერიოდში
access_time2021-01-15 17:00:47
ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან სტუმრად და არ იხდიან დაბადების დღეებს, - პანდემიამ ადამიანების ქცევებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. COVID-ის გავლენა თბილისელების ქცევასა და ცხოვრების სტილზე მარკეტინგულმა კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up