კოსმოტურიზმის ბაზრის ზრდას 3 მლრდ. დოლარამდე პროგნოზირებენ

კოსმოტურიზმის ბაზრის ზრდას 3 მლრდ. დოლარამდე პროგნოზირებენ

access_time2021-09-26 18:00:51

ტურიზმის სფეროს სპეციალისტები კოსმოტურიზმს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.  ბანკ UBS-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის კოსმოსური ტურიზმის ბაზრის მოცულობა წელიწადში 3 მლრდ. დოლარს შეადგენს, ტურისტებს კი მრავალფეროვანი მომსახურება ელის. კოსმოსში სამოგზაუროდ წასულები შეძლებენ  დედამიწის და კოსმოსის საზღვრამდე გაფრენას, მთვარის ირგვლივ მოგზაურობას და სხვა ინოვაციურ ტურისტულ პაკეტებს. 


მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ილონ მასკის კომპანიის, SpaceX-ი, კუთვნილმა კოსმოსურმა ხომალდმა CrewDragon-მა შეასრულა პირველი რეისი მხოლოდ კოსმოსური ტურისტებისთვის. ხომალდი, რომლითაც 14 ადამიანი მოგზაურობდა, კოსმოსში 3 დღის მანძილზე იმყოფებოდა, მისი მოძრაობის მაქსიმალური სიმაღლე 584 კილომეტრი იყო, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ადგილმდებარეობა (420 კმ.), მეტიც, ეს ცოტა უფრო მაღლაა, ვიდრე განლაგებულია ტელესკოპი „ჰაბლი“ (540 კმ.). 19 სექტემბერს Crew Dragon ფლორიდის სანაპიროზე დაეშვა და ამით ახალი, კოსმოსური ტურიზმის,  ერა დაიწყო.

 

ცნობისთის, 16-19 სექტემბერს კოსმოსური მოგზაურობა სამოქალაქო პირების კოსმოსში მოგზაურობის პირველი შემთხვევა არაა. 2001 წელს დედამიწის ისტორიაში პირველი კოსმოტურისტი გახდა ამერიკელი მილიონერიდენის ტიტო, რომელმაც ამ სიამოვნებაში 20 მლნ. დოლარი გადაიხადა. მოგვიანებით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს კიდევ 6 ადამიანი ესტუმრა. თუმცა, ეს სრულფასოვან კოსმოსურ ტურიზმად ვერ ჩაითვლება. ყველა ამ შემთხვევაში სამოქალაქო პირები მონაწილეობდნენ ჩვეულებრივ, პროფესიულ კოსმოსურ ფრენებში, სადაც ასტრონავტები თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულები.

 

პირველი კერძო კომპანია, რომელმაც ტურისტული ხომალდი Unity შექმნა, იყო რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic, რომელიც 80 კილომეტრის სიმაღლეს უკვე ასცდა. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო სტანდარტებით სწორედ 80 კილომეტრის სიმაღლე ითვლება კოსმოსის საწყის წერტილად, თუმცა, საერთაშორისო საავიაციო სააგენტოს პარამეტრებით, კოსმოსი 100 კილომეტრში იწყება. მაგრამ რიგითი ადამიანი ვერანაირ სხვაობას ვერ დაინახავს. 80 კმ-ის, ისევე როგორც 100 კილომეტრის სიმაღლეზე, ჩანს შავი ცა, კაშკაშა ვარსკვლავები და დედამიწის ოვალური კონტურები. ეს სანახაობა რამდენიმე წუთი გრძელდება, რის შემდეგაც ხომალდი დედამიწის ატმოსფეროში ბრუნდება. ამის შემდეგ კომპანიის რაკეტა Unity-მ დედამიწის ორბიტაზე რამდენიმე საცდელი ფრენა შეასრულა. თუმცა, Virgin Galactic-მა კოსმოსში ჯერ მხოლოდ ერთი მგზავრი აიყვანა. ეს იყოს თავად რიჩარდ ბრენსონი, ხოლო სრულფასოვანი ტურისტული რეისები ჯერ-ჯერობით სამომავლო პერსპექტივად რჩება. რაც შეეხება, კოსმოსში მოგზაურობის ღირებულებას,  ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. დღეს, როდესაც ტურისტული ფრენები ჯერ არ დაწყებულა, ბილეთი 250 000 დოლარი ღირს. ბრენსონის თქმით კი, მომავალში ფასი გაიზრდება.


 

კოსმოსური ტურიზმის დარგში დიდი გეგმები აქვს ასევე კომპანია Blue Origin-ს, რომელიც Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა შექმნა. ამ კომპანიის სუბორბიტალური ხომალდი New Shepard 100 კმ. სიმაღლეზე დაფრინავს, ანუ, კოსმოსის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს კვეთს. პირველი პილოტირებადი ფრენა 2021 წლის 20 ივლის სგანხორციელდა. მასში მონაწილეობდნენ თავად ბეზოსი, მისი ძმა მარკი და 2 უცხო პირი. ესეც უფრო საცდელ იფრენა იყო, ვიდრე ტურისტული. ამ კომპანიის ტურისტული რეისების დაწყების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ბილეთი New Shepard -ზე 100 000 დოლარი ეღირება.

 

SpaceX-მა შეასრულა პირველი, სრულად ტურისტული რეისი და ეს ახალი მიმართულების, კოსმოსურიტურიზმის, პირველი ნაბიჯი იყო.


ავტორი : თენგიზ აბლოთია

წყარო: forbes.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up