კოსმოსური ტურიზმი - 2022  წელს ბრიტანელი მილიარდელი რიჩარდ ბრენსონი კოსმოსში 6 ხომალდს გაუშვებს

კოსმოსური ტურიზმი - 2022 წელს ბრიტანელი მილიარდელი რიჩარდ ბრენსონი კოსმოსში 6 ხომალდს გაუშვებს

access_time2021-07-04 20:00:35

ბრიტანელი მილიარდერის რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin Orbit წლის ბოლომდე კოსმოსში მესამე ხომალდს გაუშვებს, მომავალ წელს კი - 6 ფრენას განახორციელებს  - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დენ ჰარტმა.

 

30 ივნისს Virgin Orbit-მა რაკეტა LauncherOne კოსმოსში სპეციალური  Boeing 747-ის ბორტიდან აიღო სტარტი.

 

დენ ჰარტის თქმით, წარმატებული ფრენის შემდეგ, კომპანია აქცენტს  მთელ მსოფლიოში თავისი ოპერაციების გაფართოვებაზე გააკეთებს.

 

ჩვენ ძალიან კარგ ტრაექტორიაზე ვიმყოფებით და წლის ბოლომდე კიდევ ერთ გაფრენას ვგეგმავთ, შემდეგ კი, მომავალ წელს, ფრენების რაოდენობას გავაორმაგებთ. შემდეგ, 2023 წელს ფრენების რაოდენობა კიდევ გაიზრდება - განაცხადა Virgin Orbit-ის დირექტორმა.

 

ფრენებისთვის კომპანიას ამერიკაში ორი წერტილი აქვს  - კოსმოსური პორტი კალიფორნიაში, უდაბნო მოჰავეში და კუბაზე, კუნძულ გუამზე ამერიკული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განლაგებული აეროპორტი.

 

გარდა ამისა, Virgin Orbit ამ მიზნით სამხედრო ბაზას ინგლისის კუნძულ კორნუოლზე გამოიყენებს. კომპანია ასევე მუშაობს შეთანხმებებზე იაპონიასთან, ბრაზილიასთან და ემირატებთან.


 

ჩვენ ნებისმიერი აეროპორტის კოსმოდრომად გადაქცევა შეგვიძლია“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

 

თავად ბრენსონის თქმით, Virgin Orbit-ის მიდგომა კოსმოსური ფრენებისადმი უნიკალურია კონკურენტების ტექნოლოგიებთან შედარებით.

 

ჩვენი მიზანია - მიღებული შეკვეთის 1 დღე-ღამეში შესრულება, და ამ საკითხს ჩვენ აშშ-, ბრიტანეთის და კანადის სამხედრო ხელმძღვანელობასთან განვიხილავთ“ - თქვა მან.

 

ბრენსონის კომპანიის მიდგომის უნიკალურობა იმაშია, რომ რაკეტების გაშვება ხდება არ ხმელეთის კოსმოდრომებიდან, არამედ სპეციალური Boeing 747-ს მეშვეობით, რომელიც ჰაერში როგორც ასაფრენი პლატფორმა გამოიყენება. სწორედ ესაა  Virgin Orbit-ის ძირითადი უპირატესობა - მას კოსმოსში რაკეტის გაშვება ნებისმიერი, თუნდაც სამოქალაქო აეროპორტიდან შეუძლია.

 

2021 წელს კომპანიამ კოსმოსში ხომალდი LauncherOne წარმატებით გაუშვა და დედამიწის ორბიტაზე მიკროთანამგზავრების ჯგუფი CubeSat გაიყვანა.. 

 

დღესდღეობით, Virgin Orbit-ის ძირითადი მიმართულება კოსმოსური ტურიზმია - კომპანია პოტენციურ კლიენტებს საგზურებს კოსმოსში 250 000 დოლარად სთავაზობს. ეს განასხავებს მას კონკურენტების  - ილონ მასკის SpaceX  და ჯეფ ბეზოსის  Blue Origin-ისგან, რომლებიც თავიანთ პრიორიტეტებად სატვირთო ფრენებს, და მარსის ათვისებას მიიჩნევენ.

 

 

forbes.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up