კოსმეტიკური საშუალებები ქართული ვირის რძისგან - „ვირლანდიას“ სამომავლო გეგმები

კოსმეტიკური საშუალებები ქართული ვირის რძისგან - „ვირლანდიას“ სამომავლო გეგმები

access_time2020-07-07 17:00:46

ვირლანდია - იგივე, სახედრების ფერმა თბილისთან ახლოს,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასთან მდებარეობს. ფერმაში ბაზრისთვის საკმაოდ იშვიათი - ვირის რძე იწარმოება, რომელიც ხალხურ და თანამედროვე მედიცინაში სამკურნალო თვისებების მქონე პროდუქტადაა აღიარებული.


5 წლის წინ, ფერმის თანადამფუძნებელმა, თორნიკე ტეფნაძემ პროდუქტის უნიკალური თვისებების შესწავლის შემდეგ, გადაწყვიტა შეექმნა ფერმა, რომელიც ვირის რძეს სამკურნალო დანიშნულებით აწარმოებდა. როგორც ფერმის დამფუძნებელი განმარტავს, ვირის რძის მთავარი გამორჩეული თვისებაა ის, რომ ყველაზე ახლოსაა თვისობრივად დედის რძესთან.


„უცხოური პრაქტიკის გაცნობისა და ვირის რძის სამკურნალო თვისებების გაცნობასთან ერთად შევისწავლეთ ცალკეული შემთხვევები ხალხურ მედიცინაშიც.  დავამყარეთ კონტაქტები  უცხოურ ფერმებთან,  შევისწავლეთ  იმუნოლოგების,  პედიატრების და სამედიცინო ექსპერტების კვლევები.  საქართველოში ვირის რძე უცხო პროდუქტია. პირველ რიგში, მთავარი გამორჩეული თვისება არის ის, რომ შესაძლებლობით ყველაზე ახლოს დგას დედის რძესთან და ამას გამოკვლევებიც ადასტურებს. გარდა ამისა, შეიცავს ანტიალერგიულ , ანტიმიკრობულ თვისებებს, D ვიტამინს.  ვირის რძე ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტია, რადგან მათში უფრო ხშირია რესპირატორული დაავადებები და სასუნთქი გზების ინფექციები“-აცხადებს ტეფნაძე. 

 


ვირის რძის ღირებულება ერთი ლიტრი 60 ლარია.  როგორც თორნიკე ტეფნაძე განმარტავს, ამ ღირებულების მთავარი განმსაზღვრელი არის ის, რომ ვირისგან რძე რთული მოსაპოვებელია და მცირე რაოდენობით ხდება.


ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც „ვირლანდიას“ სამომავლო გეგმებში შედის არის ვირის რძისგან  კოსმეტიკური საშუალებების დასამზადება. ამ ეტაპზე ვირის რძისგან ფერმაში ხელნაკეთი საპნები მზადდება, რომლის ღირებულება 14 ლარია.


„სახედრის რძეს დიდი პოტენციალი და თვისებები აქვს თავის მოვლის კოსმეტიკურ  საშუალებებისთვის. ვირის რძის ბაზაზე  მზადდება საპნები, კრემები. ჩვენც დავიწყეთ ხელნაკეთი საპნების წარმოება, რომელიც ბევრ სხვა ბუნებრივ ნივთიერებებსაც შეიცავს და ძალიან მალე გაიყიდება ქართულ ბაზარზე. ვირის რძის ბაზაზე შექმნილი საპნები გაიყიდება ძალიან მალე. ეს ხელით მზადდება, ბუნებრივი ინგრედიენტებით“-აცხადებს ტეფნაძე. 

 

„ვირლანდიას“ ფერმაში დასაქმებულია 6 ადამიანი. თავდაპირველი ინვესტიციის ნაწილი იდეამ პროგრამა „აწარმოე საქართველოში-ს“ ფარგლებში მიიღო.

 

 მარიამ მორგოშია


თეგები:
ვირლანდია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up