კორუფციული სქემა ჭითურისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში და შპს „დაუ+“, რომელიც თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის სახელს უკავშირდება

კორუფციული სქემა ჭითურისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში და შპს „დაუ+“, რომელიც თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის სახელს უკავშირდება

access_time2018-11-09 10:00:00

მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა ჭითურისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში კორუფციული სქემა  გაშიფრა. როგორც შესწავლილი მასალებით გაირკვა ორივე მუნიციპალიტეტი შპს „დაუ+“გან ტენდერის სახით იმ მომსახურებას ყიდულობს, რისი ფლობის უნარიც თანამშრომლებს კანონით ისედაც ევალებათ. ორგანიზაციამ  ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვასთან ერთად, კორუფციულ სქემაში თბილისის საკრებულოს  დეპუტატის, ქართული ოცნება - კონსერვატორების თავმჯდომარის დავით უთმელიძის სახელიც აღმოაჩინა.


 

დეტალებზე მმართველობის მონიტორინგის ცენტრის მკვლევარი სალომე კვირიკაშვილი გაგვესაუბრა. თუმცა, სანამ უშუალოდ თავად განმარტავს, რატომ იკვეთება კონკრეტულ საკითხში კორუფიცია, მანამდე გეტყვით, რომ კომპანია „დაუ +“  საკუთარ მომხმარებელს სხხვადასხვა სერვისს სთავაზობს, ესენია:


 

  • საერთაშორისო სტანდარტებით ნაწარმოები ბუღალტერია;
  • აუდიტორული მომსახურება;
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კონსულტაცია და მომსახურება;
  • საგადასახადო და იურიდიული კონსულტაციები და მომსახურება;
  • სწავლება–სტაჟირება;
  • ტრეინინგები სხვადასსხვა სპეციალობაში.

 

სალომე კვირიკაშვილი: „2016 წელს, აბაშის მუნიციპალიტეტმა შპსდაუ+”სგან შეისყიდა ისეთი მომსახურება, რაც მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ისედაც ევალებათ.  მომსახურების ღირებულებამ 4 800 ლარი შეადგინა. 2016-2017 წლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტმაც  შპსდაუ+”-სგან შეისყიდა იგივე მომსახურება. ოღონდ ამჯერად ღირებულებამ 8 800 ლარი შეადგინა. რაც შეეხება თავად მომსახურების ტიპს, გამარტივებული შესყიდვის შედეგად  შპს “დაუ+” მუნიციპალიტეტებს აწოდებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის შესახებ მოკვლეულ ყველა სიახლეს, მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და უწევდა შესაბამის კონსულტაციას. კიდევ ერთხელ, ეს არის ძალიან მარტივი ინფორმაცია, რაც ისედაც უნდა იცოდეს უწყების თანამშრომელმა“.

 

როგორც მმართველობის მონიტორინგის ცენტრის მკვლევარი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მაგალითად, ჭიათურის მუნიციპალიტეტში იმ საქმიანობისთვის, რის გამოც უწყება  “დაუ+”სგან მომსახურებას ყიდულობს,  დასაქმებულია 16 თანამშრომელი. ამ ადამიანების შრომის ანაზღაურება კი ჯამში 330 800 ლარს შეადგენს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ უწყებაში უშალოდ აღნიშნული მომსახურების გასაწევად ამდენი ადამიანია დასაქმებული და  სახელფასო ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხებიც იხარჯება, გაუგებარი მიზეზით მუნიციპალიტეტი მაინც ტენდერს აცხადებს. თანაც უწყებებში ვერ დაასაბუთეს, რა საჭიროებით იყო განპირობებული შპსდაუ+”ის დაქირავება იმ საქმიანობის გასაწევად, რომელიც მუნიციპალიტეტებს და მათ თანამშრომლებს თავადვე უნდა შეესრულებინათ“,- აღნიშნავს სალომე კვირიკაშვილი.

 

გარდა მმართველობის მონიტორინგის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევისა, ჭიათურსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში შესაძლო  კორუფციული რისკების შესახებ „კომერსანტი“ ინფორმაციას აუდიტის დასკვანშიც კითხულობს. ამავე გვერდებზე გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, რომ მუნიციპალიტეტებმა არ განახორციელონ ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებაზე ხარჯის გაწევა და სტრუქტურაში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა სრულად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები:


ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულებზე: https://sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2018/abashidzis-municipaliteti.pdf?fbclid=IwAR2ZY76AIM3QQ6wbHW1tLeIa4LDgruFgcEgUbUZpIg-_XGObW1oA5APiC5U;  https://sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2018/chiatura-2017.pdf?fbclid=IwAR3q2yZndJobTmPJUHqgrD0WL1XfuEsQ2H9hWJN8-JRU-AJtI4G4OSw_47k


კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რაც არსებულ სქემას უკავშირდება ეს „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს დეპუტატის დავით უთმელიძის სახელია. ირკვევა, რომ 2012 წლამდე შპს „დაუ +“ის მფლობელი სწორედ იგი გახლდათ, მას შემდეგ კი რაც ხელისუფლებაში მოვიდა, კომპანია გაყიდა. ახალი მფლობელი კი  დავით ხოსრუაშვილი გახდა.


გავრცელებული მოსაზრებით, დავით ხოსრუაშვილი მხოლოდ ფორმალური მმართველია და მეტი არაფერი.

 

„საქმე იმაშია, რომ აბაშისა და ჭიათურის გარდა,  „დაუ+“-ის ოფიციალური გვერდიდან ჩანს, რომ კომპანია  სერვისს სხვა მუნიციპალიტეტებსაც უწევს. გამარტივებული შესყიდვით მუნიციპალიტეტებისთვის გაწეულ სერვისად უმეტესად დასახელებულია “ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები”. თანაც, როგორც ვახსენეთ, საუბარია იმ საქმიანობაზე, რაც უსარგებლოა. ბუნებრივია, ეს ბადებს ეჭვებს, რომ ვიღაც მფარველობს კერძო კომპანიას. როდესაც ვიგებთ, რომ „დაუ+“-ს ისტორიაში უთემლიძის სახელი ფიგურირებს, მითუმეტეს... თანაც ასევე საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ეს ადამიანი გახლავთ პირი, რომელმაც  „ქართული ოცნების“ არსებობის მანძილზე პარტიისთვის ჯამში 60 000 ლარი აქვს შეწირული. ჩვენ კარგად ვიცით როგორ მუშაობს კორუფციული სქემა და ამ შემთხვევაში,  დასკვნები თავად გამოიტანეთ“,- განმარტავს სალომე კვირიკაშილი.


 

თავად თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და დეპუტატი დავით უთმელიძე  დოკუმენტალურ ბრალდებებს არ ეთანხმება. როგორც  „კომერსანტთან“ განმარტავს შპს „დაუ+“  მის მფლობელობაში აღარაა, ამიტომ პასუხისმგებელიც არ არის.

 

ბატონო, დავით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღესაც კომპანიის არაფორმალური მფლობელი ხართ, რადგან სხვა შემთხვევაში კომპანია ვერ შეძლებდა მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმებას მუნიციპალიტეტებთან. რას უპასუხებთ ბრალდებებს?


„ეს კომპანია მე გავყიდე 2010 წელს და საერთოდ, ამერიკაში ვიყავი. არანაირი შეხება არ მქონია და დღესაც ასეა. მას ჰყავს ახალი მფლობელი, რომელთანაც ნათესაური კავშირი არ გამაჩნია“.


თუ იცნობდით მანამდე დავით ხოსრუაშვილს?


„კი, მაშინ ვმეგობრობდით. ახლა აღარ მაქვს ურთიერთობა“, - აცხადებს დავით უთმელიძე.

 

მმართველობის მონიტორინგის ცენტრის კვლევის შედეგებისა და აუდიტის დასკვნის გარდა, მაგალითად ჭიათურის მუნიციპალიტიტეში არსებულ პრობლემებზე „კომერსანტთან“ საუბრობს ადგილობრივი საკრებულოს წევრიც თორნიკე ჩიკვილაძე.


„ბევრის თქმა ასე ტელეფონით არ შემიძლია და არ მინდა, მაგრამ ერთს გეტყვით მუნიციპალიტეტში უკვე ნამდვილად არის კორუფცია სხვადასხვა მიმართულებით და ეს დღესაც გრძელდება.  კარგია, თუ მედია ამით დაინტერესდება. მხოლოდ 2016-17 წლის აუდიტის დასკვნა რომ ნახოთ, ეგეც კი საკმარისია და ჩვენგან კომენტარი ზედმეტი იქნება“,- განმარტავს თორნიკე ჩიკვილაძე.

 

„კომერსანტი“ მუნიციპალიტეტებს დაუკავშირდა.


ჩვენ უწყებებს მხოლოდ ერთი შეკითხვა დავუსვით - რამ განაპირობა შპს “დაუ+”ის დაქირავება იმ საქმიანობის გასაწევად, რომელიც მუნიციპალიტეტებს და მათ თანამშრომლებს თავადვე უნდა შეესრულებინათ?


როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი ლაშა გოგოლაძე ჰყვება, ამ საკითხზე აუდიტის დასკვნაშიც მითითებულია და პასუხი ნათელია.


„ზოგადად, მაგაში გეთანხმებით და არსებობს აუდიტის დასკვნაც. მხოლოდ გასულ წლებში იყო ეს ყველაფერი და წელს აღნიშნული მომსახურება უწყებას აღარ შეუძენია. თავის დროზე, ყოველ შემთხვევაში ზემოდან იყო სურვილი, რომ მსგავსი მომსახურება შეგვესყიდა“.


რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ „ზემოდან“?


„ანუ, ეს ყველაფერი, ხომ, თავისთავად ხელმძღვანელთან შეთანხმებით ხდება და შესყიდვების განყოფილება თავის თავზე ვერ აიღებდა მსგავს გადაწყვეტილებას. იდეაში, ვეთანხმები თუ არა, მე ვერ ვიტყვი მაგას. ხელმძღვანელზეა ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული და რაც შეეხება დირექტორს, იმ პერიოდში სხვა თავმჯდომარე იყო საერთოდ. დღეს უკვე „დაუ +“ სთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს“,- განმარტავს ლაშა გოგოლაძე.


აბაშის მუნიციპალიტეტიდან  კითხვაზე პასუხს ამ დრომდე ველოდებით.

 

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ დავით უთმელიძე დღესაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. ასევე გახლავთ ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“-ს თავმჯდომარე; საბურთალოს მაჟორიტარი (ცენტრალური). ურნაბული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრიც. მის სახელს კიდევ ერთი მედიაში გახმაურებული ამბავი უკავშირდება:


უთმელიძემ გასული წლის მაისში მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების დღე საკუთარ Facebook გვერდზე მიულოცა. მოგვიანებით კი ფოტო წაშალა.

 


სალომე ლემონჯავა






"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up