კორუფციულ გარიგებებში დადანაშაულებულ კომპანიას გზების დეპარტამენტმა ნახევარმილიარდიანი კონტრაქტები გაუფორმა

კორუფციულ გარიგებებში დადანაშაულებულ კომპანიას გზების დეპარტამენტმა ნახევარმილიარდიანი კონტრაქტები გაუფორმა

access_time2018-01-24 09:50:24

კომპანია, რომელიც თაღლითურ გარიგებებშია მხილებული და „შავ სიაშია შეყვანილი, მის ერთ-ერთ პროექტს კი, „Transparency International-მა „კორუფციის მონუმენტი უწოდა, საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია.

 

საქართველოში ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს, 2010 წლიდან, რამდენიმე დიდი ტენდერი აქვს მოგებული და ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც ააშენა. ის ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზას და ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს. სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის ღირებულება, რომელსაც ჩინელები აშენებენ, დაახლოებით 254 მილიონი ლარია. რაც შეეხება ქობულეთის შემოვლით გზას, მისი ღირებულება დაახლოებით 210 მილიონი ლარია. 89 მილიონ ლარამდე კი, „სინოჰიდრომ თბილისი-რუსთავის გზის ორი მონაკვეთის მშენებლობისთვის მიიღო.

 

ჩინეთის სახელმწიფო კომპანია „PowerChina-ს შვილობილ კომპანია „Sinohydro- ს კორუფციულ გარიგებებში, ასევე უხარისხო მშენებლობში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევასა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში რამდენიმე ქვეყანაში ადანაშაულებენ.

 

მაგალითად, ზემოთხსენებული მიზეზების გამო, საერთაშორისო ანტიკორუფციულმა ორგანიზაცია „Transparency International-მა და „International Rivers-მა ჩინური კომპანია „სინოჰიდროს მიერ, მალაიზიაში აშენებულ Bakun-ის კაშხალს „კორუფციის მონუმენტი უწოდა. საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა ბრალდება დოკუმენტურად გამყარებულია.

 


გარდა ამისა, ეს ჩინური კომპანია, კორუფციულ გარიგებაში დადანაშაულეს ასევე ბანგლადეშში, ნეპალში ბოლივიასა და ზამბიაში.

 

აფრიკის განვითარების ბანკმა კი, კომპანია „სინოჰიდრო თაღლითურ გარიგებებში ამხილა და „შავ სიაში შეიყვანა. საბანკო ექსპერტების ჯგუფის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩინური კომპანია, რომელმაც უგანდაში და ზიმბაბვეში, აფრიკის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი მოიგო, თაღლითური სქემებით დიდ თანხებს არაკანონიერად ეუფლებოდა. საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონზე.

 

ჩინურ „სინოჰიდროს“ პრობლემები აქვს მეზობელ სომხეთშიც. კომპანია სომხეთის ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალს აშენებს. სომხეთის ხელისუფლებამ ჩინელები არაერთხელ გააფრთხილა მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით და გასული წლის ბოლოს, ხარვეზების გამოსწორებამდე, სამუშაოს გაგრძელება აუკრძალა.

 

ჩინური კომპანია, რომელიც რამდენიმე ქვეყნის მთავრობამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ კორუფციასა და არაკეთილსინდისიერ გარიგებებში ამხილა, საქართველოს ხელისუფლებასთან წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს და ეს თანამშრომლობა გრძელდება. შეიცვლება თუ არა ვითარება და როგორც მინიმუმ, შეისწავლის თუ არა ხელისუფლება საქართველოში ჩინური კომპანია „სინოჰიდროს საქმიანობას? - როგორც „კომერსანტს შესაბამის უწყებებში განუცხადეს, თემაზე კომენტარს რამდენიმე დღეში გააკეთებენ.

 

„კომერსანტი“

 

 

 



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up