სახელმწიფო საწარმოები ქვეყნის ეკონომიკას და ინვესტიციების მოზიდვას აბრკოლებს - გიორგი ქობულია

სახელმწიფო საწარმოები ქვეყნის ეკონომიკას და ინვესტიციების მოზიდვას აბრკოლებს - გიორგი ქობულია

access_time2021-03-30 11:00:50

სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანი მართვა ქვეყნის ეკონომიკისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. წლების განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების მართვის არაეფექტიანი და გაუმჭვირვალე პოლიტიკა მნიშვნელოვნად აისახა მათ ფინანსურ შედეგებზეც. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 352 სახელმწიფო საწარმოა, აქედან 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, 179 კი - ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაში. სახელმწიფო საწარმოები ყოველწლიურად მნიშვნელოვანი მოცულობის ზარალს განიცდიან, 2019 წელს მათი ჯამური ზარალი - 55 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, 713 მილიონი ლარი იყო. ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით სახელმწიფო საწარმოებში 37 142 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა სახელფასო ხარჯი და ბონუსები წლიდან-წლამდე იზრდება.


ბოლო წლებში სახელმწიფო საწარმოებში წარმოქმნილი დიდი ოდენობით ზარალი, აქტივების გაუფასურებასთან ერთად, ასევე განპირობებულია კვაზი ფისკალური აქტივობებით, რომელიც ემსახურება სოციალურ და პოლიტიკურ მიზნებს და რომელსაც მოგებაზე ორიენტირებული საწარმო არ განახორციელებდა. მაგალითად, შპს ენგურჰესი უსასყიდლოდ აწვდის ელექტროენერგიას ოკუპირებულ აფხაზეთს, სს საქართველოს რკინიგზა ასუბსიდირებს მგზავრთა გადაყვანას, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახდენს საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფის სუბსიდირებას და ა.შ.


სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მნიშვნელობაზე, მათში კორუფციის რისკების შემცირების აუცილებლობაზე და უფრო ეფექტური მართვის მოდელზე გადასვლის საჭიროებაზე სამოქალაქო სექტორი წლებია მუშაობს. მათი ინფორმაციით, გარდა ცუდი ფინანსური მაჩვენებლებისა, სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებით იკვეთება მთელი რიგი სხვა პრობლემებისა, ისინი ხშირად კონკურენციას უწევენ კერძო სექტორს და სარგებლობენ პრივილეგიებით სახელმწიფოს მხრიდან; არ არსებობს რეგულაცია, რომელიც სახელმწიფო საწარმოთა გამჭვირვალობის სტანდარტს განსაზღვრავდა; საწარმოთა მენეჯმენტი არ ინიშნება კონკურსის წესით და ასეთი ვალდებულება კანონმდებლობითაც არ არის განსაზღვრული; სახელმწიფო საწარმოები არ იმართება კორპორაციული მმართველობის კოდექსის მიხედვით, რომელიც დაადგენდა საწარმოთა მართვის ძირითად პრინციპებს და საერთოდ, არ არსებობს სახელმწიფო საწარმოთა დაარსებისა და საქმიანობის შეფასების უნივერსალური კრიტერიუმები. გარდა ამისა, ხშირად საუბრობენ, რომ საწარმოები ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება – ასაქმებენ პოლიტიკურ ელიტას, აფინანსებენ პოლიტიკურ პროექტებს, ან თუნდაც, თამაშობენ პოლიტიკურ როლს საერთაშორისო ურთიერთობებში – ნაცვლად იმისა, რომ მოგების მაქსიმალიზაციას მიაღწიონ.


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაანონსა, მისი თქმით, არამომგებიანი სახელმწიფო საწარმოები დიდ ტვირთია ბიუჯეტისთვის და ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. შემდეგ ახალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება აუცილებელია და მისი მიზანია პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლა, სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და ასე უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმის დანერგვას ყველა ეტაპზე.


სახელმწიფო საწარმოების შესახებ საუბარი 2019 წელსაც აქტიურად მიმდინარეობდა, მაშინ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თემატური მოკვლევაც ჩაატარა სახელმწიფო საწარმოების ეფექტურობის შესახებ, რომლის ხელმძღვანელი დეპუტატი ნინო წილოსანი იყო. მოკვლევის ფარგლებში კონკრეტული რეკომენდაციები დაწერა როგორც მსოფლიო ბანკმა, ისე აუდიტის სამსახურმა, IDFI-მ და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. თუმცა, რეალური ნაბიჯები სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების თუ პრივატიზების კუთხით, რომელიც ეკონომიკაზეც აისახებოდა, ამ დრომდე არ გადადგმულა.

 


 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებდა, რომ ეკონომიკის საკმაოდ დიდი წილი სახელმწიფო კომპანიების სახითაა წარმოდგენილი, რომლებიც საკმაოდ არაეფექტურები არიან და მათ სჭირდებათ რესტუქტურიზაცია. მისი აზრით, საჭიროა სახელმწიფო კომპანიების რესტრუქტურიზაცია, კარგად შეფუთვა და გაყიდვა, რაც დღემდე არ ხდება, ეს კი ეკონომიკას აფერხებს.

 

 

„სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიების მკვეთრად დაბალი ეფექტურობა ერთი-ერთი დამაბრკოლებელია ჩვენი ეკონომიკის განვითარების და ინვესტიციების მოზიდვის. ნებისმიერ სახელმწიფო რესურსის სფეროში ჩართული გვყავს დაახლოებული, გავლენიანი პირები, რომლებიც „ჯიგრულ“ სქემებში არიან ჩართული, „ჯიგრულ“ სქემების  დიდი წილი აქვს ყველა სახელმწიფო უწყებასა და კომპანიას. ვითომ და ეს ჩვეულებრივი ამბავია და დიდი არაფერი, როგორც ხელისუფლებას უნდა რომ წარმოგვიდგინოს, სინამდვილეში კი ყველაფერ ამას მძიმე შედეგები მოაქვს არა მარტო სახელმწიფო რესურსის გაფლანგვის სახით, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების მოხელეების დემოტივაციის სახით. თუ რესტრუქტურიზაცია და პრივატიზაცია მოხდება, ნაკლები ნიადაგი იქნება „ჯიგრული“ სქემებისთვის. ჩვენ თუ გვინდა რომ ქვეყანა განვითარდეს და სწრაფი ტემპებით წინ წავიდეს, უნდა მოვაბათ თავი ამ „სქემებისა“ და დამოკიდებულების შეცვლასა და აღმოფხვრას. არავინ ამბობს,რომ ეს ერთ დღეში გაკეთდება. ძალიან ძნელია, რადგან იგი გამჯდარია ჩვენს რეალობაში, თუმცა, საქმე უნდა წავიყვანოთ ამ არაფორმარული სქემების აღმოფხვრისკენ, სახელმწიფო სტრუქტურების კვალიფიკაციის და მოტივაციის ამაღლებისკენ.


 

მთელი რიგი ქვეყნები არიან, რომლებიც ათეულობით წლებია ახლა ჩვენ სადაც ვართ, იქ არიან გაჭედილები, ლათინური ამერიკა, აზიაში ბევრი ქვეყანა, ჩვენც რომ მსგავსი ბედი არ გვეწიოს, ეს ნაბიჯებია გადასადგმელი. თუ ეს არ გაკეთდა ეკონომიკა ინერციულად  გაიზრდება, მაგრამ თუ გვინდა რომ გავაორმაგოთ ზრდის მაჩვენებლები და სიღარიბე ორჯერ სწრაფად აღმოვფხვრათ, ეს ფუნდამენტური ფაქტორები გასასწორებელია. საჭიროა ეს ობიექტები კარგად შეიფუთოს. შეიძლება ასევე პრივატიზების უფრო დაჩქარება და აგრესიულად ჩატარება იმისთვის, რომ დაბალ ფასად თუნდაც, მაგრამ სწრაფად გაიყიდოს. ეს იმიტომ, რომ ამ გასხვისების შედეგი არის, არა მარტო თანხის შემოდინება ბიუჯეტში, არამედ მათი ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაბმა. როდესაც უმოქმედო შენობა ნაგებობა გვაქვს და ვიღაცამ გაარემონტა და სასტუმრო გააკეთა, ეს მთელი ეკონომიკისთვის კარგია“, - განმარტავს გიორგი ქობულია.



ნინო თამაზაშვილი

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up