„კორუფცია თუ  ხაზინის ქურდობა“ - ანანოვების სასახლე ახალი წლის პერიოდში საეჭვო ვითარებაში აუქციონზე გაიყიდა

„კორუფცია თუ ხაზინის ქურდობა“ - ანანოვების სასახლე ახალი წლის პერიოდში საეჭვო ვითარებაში აუქციონზე გაიყიდა

access_time2020-01-14 18:25:24

„ქართულ ბიზნესს ძალიან საინტერესო და უპრეცედენტო ინიციატივა წარვუდგინეთ - დღეიდან 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი გაიმართება და უახლოესი თვეების მანძილზე, არანაკლებ 100 ობიექტი მუდმივად იქნება გამოტანილი აუქციონზე“-ასე დაანონსა 2019 წლის 29 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მასშტაბური პრივატიზაციის პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“  დაწყება.  მინისტრმა მაშინ ამ პროექტს უპრეცედენტოც უწოდა.  


ამის შემდეგ ქონების ეროვნულმა სააგენტომ არაერთი ნაკლებად მნიშვნელოვანი ობიექტი გამოიტანა გასაყიდად. პრივატიზების ეს ტალღა  ქართული ეკონომიკისთვის ახალი ბიძგი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად მოლოდინისა,პრივატიზაციამ საყოველთაო ხასაითი ვერ მიიღო, რადგან საპრივატიზაციოდ გამოტანილი ობიექტებიც საინვესტიციო მომხიბვლელობით არ გამოირჩეოდა. ამ სიიდან იშვიათი გამონაკლისი იყო ანანოვების სასახლე, რომლის აუქციონზე გატანა  სამინისტრომ ნაჩქარევად, რატომღაც 31 დეკემბერს, ბიზნესისთვის არააქტიურ პერიოდში გადაწყვიტა. 


იმერეთში, ბაღდათის რაიონში, სოფელ ვარციხეში ანანოვების ყოფილი სასახლის გასაყიდად საჯარო აუქციონი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა. ისტორიული ნაგებობა 2019 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებულმა კომპანია შპს ინვესტ ჯგუფმა 1,375,000 ლარად შეიძინა. 


„კომერსანტის“ ინფორმაციით, 77,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ისტორიული ნაგებობა ბიზნესმენების ძმები დუგლაძეების საკუთრებაში გადადის. სამეწარმეო რეესტრში დუგლაძეების სახელი არ ფიქსირდება. დოკუმენტებში შპს „ინვესტ ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი ნინო ლორთქიფანიძეა, კომპანიის დირექტორად კი დავით კობახიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ლორთქიფანიძე ბიზნესმენ დუგლაძეებთანაა დაკავშირებული.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყდა ამ ობიექტის გასაყიდად აუქციონისთვის ყველაზე არახელსაყრელი პერიოდის არჩევა და ვის ინტერესებში შედიოდა ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს გაეგო ანანოვების სასახლის ელექტრონული ვაჭრობის შესახებ? 


სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში განმარტავენ,რომ  ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად აქტიურად ახორციელებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კერძო სექტორში გადატანას მათი პრივატიზების გზით. „აღნიშნული აუქციონი გამოცხადდა 2019 წლის 31 დეკემბერს ელექტრონული აუქციონების სისტემა - www.eauction.ge-ზე და გაგრძელდა 2020 წლის 13 იანვრამდე. ამ ხნის განმავლობაში აუქციონს 700-მდე ვიზიტორი ეწვია, თუმცა მხოლოდ ერთმა მათგანმა დააფიქსირა ბიჯი და გახდა აუქციონში გამარჯვებული.



ინფორმაცია გამოცხადებული აუქციონის შესახებ ასევე გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებებში. პრივატიზების პროცესი იყო სრულიად გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ელექტრონულ აუქციონში“-აცხადებენ სააგენტოში.


ასევე დამატებით გაცნობებთ, რომ მსგავსი პრაქტიკა სააგენტოს მუშაობის წინა წლების დროსაც არსებობდა, მაგალითად 2017 წლის ბოლო ორ დღეში, ისევე როგორც 2018 წლის ბოლოს, სააგენტომ ჯამში 6 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, ხოლო 2019 წლის ბოლო ოთხ დღეში გამოცხადეუბლი აუქციონების რაოდენობამ 13-ს მიაღწია.“ - აცხადებენ ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში.


აუქციონში გამარჯვებული კომპანია „ინვესტ ჯგუფი“ იღებს ვალდებულებას, განახორციელოს 4 მილიონი ლარის ინვესტიცია და ადგილზე ტურისტული ობიექტი მოაწყოს.


 „ვიღაცას უნდოდა, რომ ამ აუქციონს სწრაფად და შედარებით გაუმჭვირვალედ ჩაევლო. ამ შემთხვევაში ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობაზეა საუბარი და შემიძლია ვთქვა, რომ ნაჩქარევადაა ეს კონკურსი გამართული.“  - ასე აფასებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ანანოვების ყოფილი სასახლის აუქციონზე გაყიდვას წლის ყველაზე არასაქმიან დროს.


ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ ანანოვების ისტორიული სასახლის აუქციონზე გატანის მთელი პროცესი, დრო და მცირემასშტაბურობა ეჭვს ბადებს და მსგავსი კორუფციული შემთხვევები საქართველოში საგანგაშო სურათს ქმნის.  


„ბიუროკრატებს ყოველთვის აქვთ თავიანთი მეთოდები იმისთვის, რომ შეზღუდონ კონკურენცია მსგავსი ტიპის აუქციონის პირობებში. ჩემი აზრით, ორ კვირაში და ამ დღესასწაულების დროს , რომელიც ჩვენს კალენდარში ყველაზე არასაქმიან პერიოდად მიიჩნევა, აუქციონის გამოცხადება სერიოზული ეჭვის საფუძველს ქმნის.


კარგი იქნება, თუ მთავრობას ექნება მკაფიოდ დალაგებული პრივატიზაციის პროგრამა და ეს იქნება კარგად რეკლამირებული. აუქციონებს წინ უნდა უძღოდეს გულწრფელი კამპანია, რომ მოთხოვნა ამ ობიექტებზე იყოს მაქსიმიზირებული და არა პირიქით, შემცირებული.  ჯობია ერთხელ გაკეთდეს დიდი მასშტაბის აუქციონები, ვიდრე ასე ლუკმა-ლუკმა თითო-თითო ობიექტი ახალ წლებზე გამოიტანონ და უცებ ახლობელს თუ ქრთამის მომცემს ჩაუგდონ ხელში.  


90-იან წლებში რა ფულიც გაკეთდა ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო ხაზინის ქურდობა. ივანიშვილის მოდელიც ხაზინის ქურდობას უწყობს ხელს - ყველაფერი კეთდება, რომ  სახელმწიფო ქონება სწრაფად, გაუმჭვირვალედ  და კორუფციული ფორმებით გაიყიდოს. ბიძინა ივანიშვილმა 90-იანი წლების მეთოდებში დაგვაბრუნა.“ - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.


მეოცე საუკუნის დასაწყისში ფრანგი ძმების ანანოვების მიერ აგებული შენობა,  თავდაპირველად საცხოვრებელი სახლი იყო, მოგვიანებით სასტუმროდ გადაკეთდა და ბოლოს სამთავრობო რეზიდენციის ფუნქცია შეიძინა.  მოგვიანებით,  ცნობილ მეღვინეებსა და ხის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელებს ქონება ჩამოართვეს და სახელმწიფოს გადასცეს. სასახლის ისტორია საინტერესო განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მას სამთავრობო რეზიდენციის სტატუსი მიენიჭა, წლების მანძილზე რეზიდენცია უმაღლესი რანგის სტუმრებს მასპინძლობდა. სამთავრობო რეზიდენციამ 2012 წლიდან პატრიოტთა ბანაკის ფუნქცია შეიძინა, ეს სტატუსი ანანოვების სასახლეს 2014 წლამდე ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ფიქსირდებოდა.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up