კორუფცია, ბიუროკრატია და კონკურენცია კერძო სექტორთან - რამაზ გერლიანი ჩავარდნილ პრივატიზაციას აკრიტიკებს

კორუფცია, ბიუროკრატია და კონკურენცია კერძო სექტორთან - რამაზ გერლიანი ჩავარდნილ პრივატიზაციას აკრიტიკებს

access_time2023-01-24 18:30:53

2022 წელს პრივატიზაციის გეგმა ჩავარდა. გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი პრივატიზაციიდან 202.8 მილიონი ლარი იყო, რაც 92.2 მილიონი ლარით ნაკლებია 2022 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ პრივატიზაციის 300 მლნ. ლარის გეგმაზე.


ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელმა რამაზ გერლიანმა „კომერსანტთან“ საპრივატიზაციო პოლიტიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ არსებული მოდელით პრივატიზაცია ბიუროკრატიიდან დაწყებული, კორუფციით დამთავრებული, ძალიან ბევრ რისკს აჩენს.


„პირველ რიგში არასწორად შერჩეული არის პრივატიზაციის მეთოდი. „ფულზე პრივატიზაცია“ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე არასწორია და მას ვერ ექნება ის დადებითი ეფექტი, რაც უნდა მისცეს ქვეყანას კერძო საკუთრების ფორმირებამ. გრძელვადიან პერიოდს რომ გადავხედოთ, პრივატიზაციის გზით სახელმწიფომ ვერცერთ წელს ვერ შეძლო 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება. არათუ 300 მლნ ლარი, არამედ ჩვენ რომ შევძლოთ 1 მილიარდი ლარის ქონების პრივატიზება წელიწადში, დაახლოებით ერთი საუკუნე ვერ დავასრულებთ პრივატიზაციის პროცესს.



ფულზე პრივატიზაცია რომ ცუდი მოდელია, ეს მარტო იმიტომ არაა, რომ მოკლე დროში არ იძლევა ეფექტს, ეს სხვა რისკებსაც აჩენს, ბიუროკრატიიდან დაწყებული კორუფციით დამთავრებული. აუქციონის პრინციპით პრივატიზაციის მთავარი ამოსავალი უნდა იყოს ის, რომ შედგეს კონკურენცია და ასე გამოვლინდეს გამარჯვებული, მაგრამ ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ მსურველი საერთოდ არ არის, შემდეგ კი ვიღაც ძალიან დაბალ ფასად შეიძენს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მთავრობასთან დაკავშირებული პირია.


გარდა ამისა, ამ მეთოდით სახელმწიფო შედის კონკურენციაში კერძო სექტორთან და ავიწროებს მის შესაძლებლობებს. სახელმწიფოს მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონება სხვა დანარჩენი უძრავი ქონების ბაზარზე უარყოფით გავლენას ახდენს და კერძო მესაკუთრეების ქონების ღირებულებას დაბლა წევს. ერთადერთი სწორი მეთოდი საქართველოსთვის იქნება უფასო პრივატიზაცია, სახელმწიფოს ხელთ არსებული აქტივები უფასოდ გადაეცეს სამართლიანობის პრინციპით საქართველოს მოსახლეობას, აუქციონის პრინციპი შენარჩუნებული უნდა იყოს და ყველას უნდა მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა“,  ამბობს რამაზ გერლიანი.


2022 წლის განმავლობაში ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ყველაზე მსხვილი აუქციონი ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ გაყიდვა იყო. 4 წარუმატებელი აუქციონის შემდეგ „მიხაილოვის საავადმყოფო“ ქართული წარმოშობის რუსმა ბიზნესმენმა შალვა ბრეუსმა 16 მლნ ლარად იყიდა, სადაც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აშენება იგეგმება. გასული წლის მსხვილ საპრივატიზაციო ობიექტებს შორის იყო ასევე რიყის დოქები, რომელიც 10 მლნ ლარად ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა იყიდა. თუმცა დეკემბერში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბიზნესმენის კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ხიდაშელი მზადაა ობიექტის 50% გაყიდოს.






USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე
access_time2023-01-28 11:00:28
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ვაკანსიების სიჭარბესა და უმუშევრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება პარადოქსია, მისი თქმით ქვეყანაში 55 000 კურსდამთავრებულია მათგან 80% კი უმუშევარია." ის ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ „შეტენო“...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...


მსგავსი სიახლეები

up