"პირიქით, ყველანაირი ინფორმაცია, რაც დასავლეთს სჭირდება დასკვნის გამოსატანად, ღიაა და ყველასთვის ხელმისაწვდომი". - ასე უპასუხა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, უილიამ კორტნიმ მმართველ პარტიას.
ქართული ოცნების ლიდერებმა - არჩილ თალაკვაძემ, ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. ოცნება ამტკიცებს, რომ "ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო" სტრატეგიულ პარტნიორებს "დამახინჯებული ინფორმაცია" მიეწოდებათ.
გუშინ, 16 ივლისს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა თქვა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესით "ძალიან იმედგაცრუებული" არიან და სანქციები ერთ-ერთი ბერკეტია.
მოვლენებს აქამდე აშშ-ს საელჩო ოფიციალური განცხადებითაც გამოეხმაურა.
უზენაესი მოსამართლეების დანიშვნას აშშ-დან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ეს ქმედება დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ასევე, მოვლენები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყოფითად შეაფასა.
უზენაესი მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერების მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა.
Tabula.ge