“კორპორატიული ანგარიშგების რეფორმის მიზანია, ინვესტორები დავარწმუნოთ, რომ საქართველოში  კორპორატიული ინფორმაცია ხელმისაწვდომი და სანდოა“

“კორპორატიული ანგარიშგების რეფორმის მიზანია, ინვესტორები დავარწმუნოთ, რომ საქართველოში კორპორატიული ინფორმაცია ხელმისაწვდომი და სანდოა“

access_time2019-02-25 14:00:27

კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ ამ თემებზე ისაუბრეს რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“. გადაცემის წამყვანის „გრანთ თორნთონის“ ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელ პაატა შურღაიას კითხვებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ანზორ მჟავანაძე პასუხობდა.



“კანონმდებლობა კორპორატიული ანგარიშგების შესახებ 2016 წელს მივიღეთ. მანამდე არსებული რეგულაციები ბევრად ხისტი და მკაცრი იყო. სუბიექტებს თავად უნდა გამოეჩინათ კორპორატიული ანგარიშგება. 2016 წელს პარლამენტმა მიიღო უფრო მოქნილი და თანამედროვე კანონმდებლობა, რომელიც თანხვედრაშია ევროდირექტივებთან. კონსულტაციები იყო უცხოელ დონორებთან, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან. ფაქტობრივად, 2018 წლამდე ყველა საწარმოს არ ევალებოდა ანგარიშგება. საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, მხოლოდ 80-დან 90% იყო კანონთან შესაბამის დონეზე. მთავარი შედეგი ამ რეფორმის არის ის, რომ ქართველი და უცხოელი ინვესტორები დავარწმუნოთ, რომ საქართველოში ხელმისაწვდომია კორპორატიული ინფორმაცია და, რაც მთავარია, ეს ინფორმაცია სანდოა.



ის სერვისები, რასაც ჩვენ ვაწვდით, ორ მიმართულებად ჯგუფდება. პირველია მსხვილი მიმართულება, რომელიც გულისხმობს ეკონომიკის მომარაგებას ანალიტიკური კორპორატიული ინფორმაციით. ამ სერვისით დაინტერესდება კონტრ-აგენტი, რომელსაც აინტერესებს პარტნიორზე ინფორმაცია, ან ინვესტორი, რომელსაც აინტერესებს სექტორული კვლევა - რომელი სექტორი საჭიროებს ინვესტიციას და რამდენია უკუგება. მეორე მიმართულება არის ამ ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფა, რაც პრაქტიკოსი აუდიტორების ზედამხედველობის გზით ხდება.



განგრძობითი განათლების მიმართულება გულისხმობს იმას, რომ ყველა აუდიტორმა პროგრამით დადგენილი 40 სთ უნდა გაიაროს და შესაბამისი განათლება მიიღოს. საქართველოში სამი კომპანია ახორციელებს ამას, პროგრამის დამტკიცებას ახდენს ჩვენი სამსახური. პროფესიული გაერთიანებები ადგენენ პროგრამას და მერე გვითანხმებენ ჩვენ და შემდგომ აწვდიან პრაქტიკოს აუდიტორებს.



გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება, ერთია ე.წ. პრევენციული ხარისხის კონტროლი, რომელსაც HR კონტროლს ვუწოდებთ. განგრძობითი განვითარების პროგრამაში მკაცრი გადამოწმება ან ტესტირება არ ხდება. პროგრამა დგება ორი მიმართულებით: ერთია ახალი სტანდარტები, რაც ადრე არ იყო და ახლა დაინერგა და მეორე — კარგად დავიწყებული ძველი, ანუ ის, როცა გარკვეული წყაროებიდან იკვეთება, რომ პროფესიაში პრობლემაა.



გვაქვს მესამე, დეტექციური კონტროლი, როცა ხდება აუდიტორული კომპანიის კონტროლის ხარისხის მონიტორინგი. ასე რომ ვთქვათ, აუდიტორების აუდიტი ხარისხის მიმართულებით. მას შემდეგ, რაც ეს კონტროლი ამუშავდება, ვიმედოვნებთ, რომ ამ პროფესიაში მოხვედრა ისეთივე პრესტიჟული იქნება, როგორც მაგალითად, კომერციულ ბანკში საშუალო რგოლის მენეჯერობა,“
- ამბობს ანზორ მჟავანაძე.



მისი თქმით, მათ ვისაც აუდიტორობა სურს, საჭიროა, პირველ რიგში, გათვითცნობიერებული ჰქონდეთ საკუთარი მისია, დაეხმარონ სხვადასხვა სუბიექტების სამეთვალყურეო საბჭოებს, რომ დაიცვან ინვესტორების ინტერესები, კონკრეტულად, მათი უფლება - მიიღონ რეალური და სანდო ინფორმაცია.




“ყოველივე ამის შემდეგ, ისინი ირჩევენ გზას, ან აბარებენ უმაღლეს სასწავლებელში და ჩაბარებული საგნებიდან რომელიმეს ჩაუთვლიან კონკრეტული დონის სერტიფიკატის გამოცდის ჩაბარებად და შემდგომ მიიღებენ ტექნიკურ განათლებას. ან  არის მეორე გზა, რომ არ ჩააბარონ და პირდაპირ ტექნიკურ სასწავლებელში ისწავლონ. თავისუფალი საბაზრო პრინციპის არჩევიდან დღემდე თითქმის 30 წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე სულ გვქონდა დეფიციტი. ჩვენი ცხოვრება, რომ დავაფინანსოთ, ან ვიღებთ სესხს, ან ვყიდით საბაზრო აქტივებს, მაგრამ ძირითადად ვიღებთ სესხს. ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები შემოიტანა და კომუნიკაციის დროს აღნიშნავს, რომ სესხების რაოდენობის დონე საქართველოში არაგონივრულია. მნიშვნელოვანია გაიზარდოს ინვესტიციები, ამისთვის კი, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახური საჭირო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. მთავარია, ეს რგოლი მოემსახუროს, დაიცვას ინვესტორების ინტერესები, - ამბობს ანზორ მჟავანაძე.


(R)






რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა
access_time2019-07-18 12:06:43
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს. რუსთავი 2 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს...

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია
access_time2019-07-18 12:00:27
აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2019 და 2020 წლებში განვითარებადი აზია შეინარჩუნებს მძლავრ, მაგრამ შენელებისკენ მიდრეკილ ზრდას, რადგან გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ფიქსირდება ხელსაყრელი შიდა მოთხოვნა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ADB 2019 წელს აზიის განვითარებადი ქვეყნებისათვის...

“HUB Georgia მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“

“HUB Georgia  მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“
access_time2019-07-18 10:00:00
 „კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სერგეი ლავროვის უტიფარი განცხადება, რომელიც ულტიმატუმის ენით ესაუბრება დამოუკიდებელი სახელმწიფოს.  ფრენების აღდგენის სანაცვლოდ, ის საქართველოს მთავრობისგან გაურკვეველ დათმობებზე წასვლას და კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებას ითხოვს. ეს, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე, რუსეთის პოლიტიკური გავლენების საერთაშორისო საზოგადოებისთვის დემონსტრირება, — აცხადებს...

ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად შრომის უსაფრთხოების წესების...

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ
access_time2019-07-17 19:30:46
აშშ-ს ხელისუფლების უკმაყოფილება Facebook-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის - ლიბრას - გამო,  ახალ დონეზე ავიდა- ამჯერად მის წინააღმდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გამოვიდა. მისი თქმით,...


მსგავსი სიახლეები

up