კოროხნალის და შუქრუთის მაღაროების პიკეტირება მოხსნილია

კოროხნალის და შუქრუთის მაღაროების პიკეტირება მოხსნილია

access_time2021-03-25 15:08:16

კოროხნალის და შუქრუთის მაღაროების პიკეტირება მოხსნილია. მადნის მომპოვებელმა კომპანია „შუქრუთი+“-მა სამუშაო პროცესი დილიდან განაახლა. პიკეტირების მოხსნას წინ უძღვოდა სოფელ შუქრუთის მოსახელეობას შორის დაპირისპირება.


მოსახლეობის ერთ ნაწილს, ვინც მადნის მოპოვების პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა და პროტესტი საწარმოო ობიექტების პარალიზებით გამოხატა, სოფლის ის მაცხოვრებლები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც კომპანიისგან კუთვნილი კომპენსაციები უკვე მიიღეს, ან თანხის მოლოდინში იყვნენ. მათ განაცხდეს, რომ "შუქრუთი+"-მა მემორანდუმით გათვალისწინებული ყველა პირობა სრულად შეასრულა და 9 თვეში დაპირებულზე მეტი თანხა გასცა, ამიტომ, მათი აზრით, თანასოფლელების ერთი ნაწილის პროტესტის რადიკალური ფორმა და საწარმოო პროცესის შეფერხება უადგილო იყო.


აღსანიშნავია, რომ  ასამდე შუქრუთელმა დაახლოებით ერთი კვირის წინ უკმაყოფილება კოლექტიურ განცხადებაშიც ასახა, სადაც წერდნენ, რომ არ ეთანხმებოდნენ მაღაროების პიკეტირებას, რაც კომპენსაციების გაცემას აფერხებდა და ადგილობრივ მერიასა და პოლიციას წერილობითაც მიმართეს, სადაც სთხოვდნენ, პიკეტირების მოსახსნელად სამართლებრივი ზომებისთვის მიემართათ. 


საწარმოო პროცესის შეფერხებას შესაძლოა პრობლემა შეექმნა "შუქრუთი+"-ს 800-მდე დასაქმებული პირისთვისაც და თავის მხრივ, მაღაროების პიკეტირებას კომპანიის თანამშრომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ.



პიკეტირების მოხსნის შემდეგ, უკვე დღეს, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების  გადამაგრების სამუშაოები დაიწყო და რამდენიმე დღეში კომპანია მადნის მოპოვების პროცესს სრულად აღადგენს.


მადანმომპოვებელი კომპანია "შუქრუთი+" ჭიათურაში, კერძოდ, სოფელ შუქრუთში გასული წლიდან ოპერირებს. მან ადგილობრივ მცხოვრებლებთან ჯერ მემორანდუმი, შემდეგ კი ინდივიდუალური ხელშეკრულებები გააფორმა, რომლის თანახმადაც, კომპანია ვალდებულებას იღებდა, მადანმოპოვებითი სამუშაოების შედეგად ადგილობრივებისთვის მიყენებული ზარალისთვის, შეთანხმების დადებიდან პირველ წელს, თანხა 700 000 ლარის ფარგლებში გამოეყო, თუმცა, "შუქრუთი+"-მა ბოლო 9 თვის განმავლობაში მოსახლეობაზე შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხაზე თითქმის ორჯერ მეტი, 1 მლნ 200 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცა. კომპენსაციებით მოსახლეობის ნაწილი სრულად დაკმაყოფილდა, რიგ ოჯახებს კი მოთხოვნა ნაწილობრივ დაუკმაყოფილდა.


კომპანიამ სოფელ შუქრუთში ოპერირება გასულ წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც "ჯორჯიან მანგანეზმა" აქ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოებაზე უარი განაცხადა. "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით გასულ წლებში საპროესტო აქციები გამართა და პიკეტირება მოაწყო, რის გამოც მან ადგილზე საწარმოო პროცესი შეწყვიტა.


მოგვიანებით, "შუქრუთი+" მოსახლეობას მოელაპარაკა, რომ აღნიშნულ მაღაროზე ზემოთხსენებული შეთანხმების შემთხვევაში, ოპერირებას თავად დაიწყებდა.

 


®



თეგები:
შუქრუთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up