ბრენტის მარკის ნავთობზე ფასი $50 ჩამოსცდა და ბარელზე $49,66 შეადგინა. ეს შედეგი დღეს ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობისას დაფიქსირდა. ასეთი ფასი, „შავ ოქროზე“ ბოლოს 2017 წლის ივლისის ბოლოს დაფიქსირდა. ნედლეულზე ფასი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ეცემა.
2020 წლის თებერვლის დასაწყოსში WTI-ის მარკის ნავთობის ღირებულება კი ნიუ-იორკის ბირჟაზე 50,5 დოლარით განისაზღვრა. ბირჟის ანალიტიკოსები „შავი ოქროს“ გაუფასურებას ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნილების შემცირებას უკავშირებენ.
სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების გამო ნავთობზე მოთხოვნილება ჩინეთში დღე-ღამეში 3 მილიონ ბარელამდე შემცირდა.
25 თებერვალს კორონავირუსის საფრთხის შედეგად მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში 139 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ bloomberg წერს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
imedinews.ge