ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ ღებრეისუსი აცხადებს, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე კორონავირუსის ახალი, საშიში ვარიანტის გასაჩენად.
„ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვართ პანდემიის კრიტიკული ეტაპის დასასრულთან, მაგრამ ჯერ იქამდე არ მივსულვართ. ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესში ხარვეზები ახალი ვარიანტის შექმნის წინაპირობებს ქმნის, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა გამოიწვიოს”, - აღნიშნავს ჯანმოს ხელმძღვანელი.