კორონავირუსთან გლობალური ბრძოლის ფარგლებში ევროკომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს 140 მილიონ ევროს გამოუყოფს

კორონავირუსთან გლობალური ბრძოლის ფარგლებში ევროკომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს 140 მილიონ ევროს გამოუყოფს

access_time2020-03-30 22:45:46

კორონავირუსთან გლობალური ბრძოლის ფარგლებში ევროკომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინასა და ბელარუსს გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

 

გარდა ამისა, ევროკომისია ასევე გადაამისამართებს 700 მილიონი ევროს ღირებულების არსებული ინსტრუმენტების გამოყენებას, კოროვირუსით გამოწვეული კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შესამსუბუქებლად.

 

„ეს ძალიან რთული დროა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვისაც. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, შევამსუბუქოთ კორონავირუსის ეპიდემიის გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე. ჩვენ ვპასუხობთ როგორც ჯანდაცვის სისტემების უშუალო საჭიროებებს, ასევე გრძელვადიან საჭიროებებს საზოგადოებაში ყველაზე დაუცველი ჯგუფებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც აღმოსავლთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ეკონომიკის საყრდენია“, - განაცხადა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ.

 

წყარო: imedinews





სილამაზის სალონი „ვი ემ თის“ მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“  მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის
access_time2020-05-25 17:00:48
სილამაზის სალონის მფლობელი, შპს „ვი ემ თის“ დამფუძნებელი თეონა ხარაზიშვილი „თიბისი დაზღვევას“  ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. როგორც „კომერსანტს“ თეონა ხარაზიშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 04 დეკემბერს ქ.გორში სილამაზის სალონში მომხდარ შემთხვევას, როდესაც დაზიანდა ეპილაციის აპარატი, რომელიც დაზღვეული იყო „თიბისი დაზღვევის“ მიერ და რომლის შეკეთებაც 19 400 ევრო ჯდება. გიგუაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია დაზღვეულს  დღემდე...

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა
access_time2020-05-25 14:00:50
ფრანგული საცხობი და ტკბილეულის სახლი Ladurée თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე გასულ წელს  გრანდიოზულად გაიხსნა. რესტორანი, რომელიც როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ ლაქშერი მომსახურეობის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებდა, რამდენიმე კვირის წინ დაიხურა. როგორც „კომერსანტს“ რესტორან Ladurée-ს დირექტორმა  გიორგი ღვინაძემ განუცხადა, მიუხედავად...

კომპანიების 28%-ს ვალდებულებების გასტუმრება უჭირს

კომპანიების 28%-ს ვალდებულებების გასტუმრება უჭირს
access_time2020-05-25 15:00:04
ინვესტორთა საბჭოს დაკვეთით PWC საქართველომ ბიზნესზე Covid19-ის გავლენა გააანალიზა. კვლევაში 1 938-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული საწარმოების უმეტესობაში (65%) უკვე გამოიწვია 50%-ზე მეტით შემოსავლის შემცირება. რესპონდენტებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასტუმროები და რესტორნები, რომელთა 75%-ზე მეტმა განიცადა შემოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება. მოთხოვნის შემცირებამ, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა (ფულადი მოთხოვნების...

გიგა ბედინეიშვილი: „ეროვნული ბანკი გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“

გიგა ბედინეიშვილი: „ეროვნული ბანკი გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“
access_time2020-05-25 13:00:13
„ეროვნული ბანკი რაღაც გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“, - ამის შესახებ ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს.მისი თქმით, ეროვნული ბანკის საქმიანობას ვერანაირად ვერ შეაფასებს დადებითად, რადგან სახეზე გვაქვს მაღალი ინლფაციის მაჩვენებელი და გაცამტვერებული ლარი. „ვერანაირად ვერ შევაფასებდი ერონული ბანკის ქმედებებს დადებითად. როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ თავის გართმევაზე, რადგან მაღალი ინფლაცია გვაქვს და ლარი...

უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს

უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
access_time2020-05-25 10:30:54
უძრავი ქონების პლატფორმა Livo-ს გადაწყვეტილებით, 2 თვის განმავლობაში, ნებისმიერი  მსურველი სამშენებლო კომპანია კვალიფიციურ, ინდივიდუალურ კონსულტაციას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს. კომპანიებს კონსულტაციას ლივოს წარმომადგენლები  საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვის მიმართულებით გაუწევენ. მომსახურებით რამდენიმე პარტნიორმა სამშენებლო კომპანიამ უკვე ისარგებლა. ლივოს კონსულტაციის შედეგად, არსებული გამოწვევის ფონზე,...


მსგავსი სიახლეები

up