კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

access_time2020-02-14 20:10:00

კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა.



თამარ გაბუნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ „მწვანე ზონაშია“, პრევენციული ღონისძიებები მაინც მაღალი ინტენსივობით გრძელდება.



„დღევანდელი შეხვედრა არის სამაგიდო სავარჯიშო, რომელიც ტარდება პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ, როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოვა სკრინინგით გამოვლენილი სავარაუდო შემთხვევა, სად უნდა მოხდეს მისი გადამისამართება, როგორ ვიქცევით კარანტინის შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის განათლება და ყველა ის დეტალი, რაც უკავშირდება შემთხვევის მართვას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ კოორდინირებულად და სინქრონულად ვიმოქმედოთ საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს სრულ მზადყოფნაში კორონავირუსის პრევენციისთვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.




თამარ გაბუნიამ, ბოლო დღეებში ჰუბეიში ინფიცირებულთა რიცხვის დრამატულად გაზრდა შემთხვევების აღრიცხვის მეთოდოლოგიის ცვლილებას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ჩინეთის ამ პროვინციაში ნებისმიერ ვირუსულ შემთხვევას, შესაბამისი კვლევის ჩატარებამდე, კორონავირუსად აღრიცხავენ, რაც სტატისტიკაზეც აისახა.



მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, მარტის შუა რიცხვებიდან შემთხვევების გავრცელების სტაბილიზაცია მოხდება.



„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველდღიურად იძლევა დეტალურ ინფორმაციებს. პროგნოზულად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ელოდება, რომ მარტის შუა რიცხვებიდან შემთხვევების გავრცელების სტაბილიზაცია მოხდება. დღეს ვასრულებთ ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებას, რომელიც რეკომენდირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს ზედმეტი მღელვარებისგან და პანიკისგან“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.







Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია
access_time2020-09-23 19:00:54
„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.   „მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-23 21:30:55
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:  1.უბანი წყალზე - როგორ აშენებს „არქი“ პრემიუმ კლასის პროექტს „კომერსანტს“ თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დაუკავშირდა, ისინი წლებია ძველ იპოდრომთან მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ, თუმცა უშედეგოდ. ,,არქის  წინააღმდეგ დავა წლებია სასმართლოშიც მიმდინარეობს,   მაგრამ პრობლემის...

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
access_time2020-09-23 18:13:22
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.   დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების...


მსგავსი სიახლეები

up