საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ საკუთარი სტადიონის, „კამპ ნოუს“ სახელზე უფლებას ერთი წლით გაყიდის კორონავირუსთან ბრძოლისთვის თანხის მოსაზიდად.
კლუბის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიღებული თანხა კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. კერძოდ, საფეხბურთო კლუბი დააფინანსებს როგორც ესპანურ, ასევე საერთაშორისო კვლევით პროექტებს, რომელთა მიზანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება.
სტადიონი „კამპ ნოუს“ სახელს შეინარჩუნებს და მას სპონსორის სახელი დაემატება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Imedinews .ge