კორონავირუსმა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოთხოვნა გაზარდა-უძრავი ქონების სექტორის ახალი ტენდენციები

კორონავირუსმა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოთხოვნა გაზარდა-უძრავი ქონების სექტორის ახალი ტენდენციები

access_time2020-05-11 15:30:25

კორონავირუსის გამო დროებით დაპაუზებულმა უძრავი ქონების ბაზარმა მუშაობა აქტიურად განაგრძო.  ბაზარზე  მოთხოვნა გაზრდილია  როგორც კომერციულ და საცხოვრებელ ფართებზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწებზეც.უძრავი ქონების ბაზარზე კორონავირუსით გამოწვეულ ახალ ტენდენციებზე „კომერსანტთან“ უძრავი ქონების სააგენტო Kibe.ge-ს დირექტორმა ნელი გოგუაძემ ისაუბრა.

 

მისი ინფორმაციით,ბოლო რამდენიმე დღეა  ბაზარი გააქტიურდა და მოთხოვნა გაიზარდა როგორც არასასოფლო სამეურნეო მიწებზე, ასევე  საწარმოო მიწებსა და უძრავ ქონებაზე.  „ეს სასიხარულო ამბავია,  რადგან ადამიანები დაინტერესებულები არიან შეიძინონ მიწა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები თავად მოიყვანონ. ეს ტენდენცია კორონავირუსის შემდეგ უფრო შესამჩნევი გახდა.ვერ ვიტყვი, რომ მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა, ბაზარი რომ გააქტიურებას იწყებს, ეს ნათლად ჩანს.გააქტიურდა ის ხალხი, რომლებსაც უნდოდათ  საცხოვრებელი ბინის შეძენა და კორონავირუსის გამო დროებით შეაჩერეს შესყიდვა.“-განაცახადა ნეგი გოგუაძემ.

 

კომპანია „რემაქსის“ ხელმძღვანელი მარიამ ასათიანი მიიჩნევს, რომ ერთთვიან გაჩერებას ბაზრის დინამიკა არ შეუცვლია. უფრო მეტიც, მომატებულია უძრავი ქონების ფასი და გაზრდილია მოთხოვნა.

 


„ვაგრძელებთ მუშაობას დისტანციურად. ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ  საცხოვრებელ ფართებზე ფასი გაზრდილია, თუმცა, ჩემი კომპანიის ჭრილში ვერც ამაზე ვისაუბრებ. ჯერ მაინც ადრეა იმისთვის, რომ ბაზარს ჰქონდეს რეაქცია და კორონავირუსის გავლენა კლების მიმართულებით დაეტყოს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბანკებმა 3 თვით შეაჩერეს პროცენტების გადახდა. ამან კი ტრანზაქციების რაოდენობა შეამცირა, თუ იდება ისიც მომავალი გარიგების პირობით. ბაზარი  კრიზისიდან გამოსვლის ნაბიჯებს ელოდება, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ფასის კლება ძალიან შესამჩნევი არ იქნება.“-განაცხადა მარიამ ასათიანმა.

 

 

“რემაქსის“ დირექტორი  რამდენიმე სეგმენტსაც განიხილავს, სადაც კომპანიას აქტიური მუშაობა უწევს.

 

„კორონავირუსმა განაპირობა ის, რომ გააქტიურდა საოფისე ფართების ძიება, რადგან არის გარკვეული პირობები როგორი სახით უნდა განაგრძონ და როგორ ოფისებში მუშაობა სხვადასხვა კომპანიებმა. ზოგს კი იჯარა ჰქონდა შეჩერებული და ახლა ბაზარს გადახედეს, ხომ არ შეუძლიათ უფრო მისაღებ ფასად მოიძიონ ფართი.ასევე ვმონაწილეობთ ტენდერებში, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია. გაზრდილია მოთხოვნა  სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და სააგარაკო ნაკვეთებზე. ასევე დიდი ინტერესია ქალაქგარეთ სახლების დაქირავებაზეც.“-აღნიშნა მარიამ ასათიანმა.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up