კორონავირუსმა ქეითერინგ კომპანიების ნაწილი უფუნქციოდ დატოვა - ბიზნესმა მუშაობა შეწყვიტა

კორონავირუსმა ქეითერინგ კომპანიების ნაწილი უფუნქციოდ დატოვა - ბიზნესმა მუშაობა შეწყვიტა

access_time2020-10-27 17:00:28

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ქორწილები, დაბადების დღეები და წვეულებები კვლავ იკრძალება, აქედან გამომდინარე ქვეყნაში დიდი ღონისძიებები არ ტარდება, რამაც „ქეითერინგ“ კომპანიებს, რომლებიც ძირითადად ფურშეტებზე მუშაობდნენ, დიდი დარტყმა მიაყენა.


როგორც „ქეითერინგ ჯგუფი საქართველოს“ დამფუძნებელი ლადო ქველაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა.


„პანდემია ჩვენ მუშაობაზე ძალიან უხეშად აისახა, შეზღუდვების მერე საერთოდ არანაირი ღონისძიება აღარ გვქონია, რაც შეეხება თანამშრომლებს სისტემატურად არავინ გვყოლია დასაქმებული. სამომავლოდ თუ რამე შეიცვლება ვერ გეტყვით, ასე განსაზღვრა ძალიან რთულია, დახმარებაც არ მიგვიღია არ გვეკუთნოდა“. - აღნიშნავს ლადო ქველაძე.



ქეითერინგ კომპანია ETG GROUP-ის დამფუძნებელმა გიორგი საღინაძემ „კომერსანტთან“ შემცირებულ დატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით მხოლდო 10-15% იანი დატვირთვით მუშაობს.


„გიორგი გახარიას განცხადება შეკრებების კვლავ აკრძალვასთან დაკავშირებით ჩვენთვის პირდაპირი დარტყმა იყო. ვფუნქციონირებთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სულს ვღაფავთ, ძალიან ცოტა შეკვეთა გვაქვს, წინა წელთან შედარებით დატვირთვა 10-15%-იაამ ეტაპზე ვმუშაობთ დაბადების დღეებისთვის და მცირე წვეულებებსთის. კერძო სექტორი და ტრეინინგ სექტორი აღარ არსებობს, მხოლოდ მათთვის, ვინც დაბადების დღეებს სახლში იხდის საკვები მიგვაქვს ადგილზე, იქაც სულ ათი კაცია. სამომავლო გეგმებზე ვერ ვისაუბრებ, იქედან გამომდინარე რომ არ ვიცით რა მოხდება“, - აღნიშნავს გიორგი საღინაძე.


თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
ქეითერინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up