Gepherrini ონლაინ-გაყიდვებს იწყებს და ჩინეთის ბაზარზე გასასვლელად ემზადება

Gepherrini ონლაინ-გაყიდვებს იწყებს და ჩინეთის ბაზარზე გასასვლელად ემზადება

access_time2020-07-22 11:10:51

პანდემიის გამო შეცვლილი გეგმები და გაზრდილი მოთხოვნა ონლაინ გაყიდვებზე - როგორია აქსესუარების ქართული ბრენდის Gepherrini-ის სამომავლო გეგმები, კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე კომერსანტის დილაში საუბრობს. მისი თქმით,  ოთხ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღება გადაიდო, თუმცა ჩინეთში პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკებების შედეგად, რამდენიმე თვეში ჩინეთის ბაზარზე გაყიდვები განახლდება.

ჩვენი პროდუქცია არ არის პირველადი მოხმარების, თუმცა გაგვიხუთმაგდა ონლაინ გაყიდვები. ჩვენი ახალი ონლაინ მაღაზიაც ჩაეშვა და პანდემიის პერიოდმა გვაჩვენა,რომ ეს მიმართულება უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება. გავაფორმეთ ხელშეკრულება ერთ-ერთი სააგენტოსთან ,რომელიც მოგვიმზადებს სოციალური მედიის სტრატეგიას და უახლოეს ერთ თვეში დავიწყებთ აქტიურად სოციალურ მედიაში კამპანიას.,- აღნიშნავს ილია გეფერიძე. მისი თქმით, ფილიალების დახურვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება დამოკიდებულია პოსტ პანდემიურ მდგომარეობაზე.

რთულია მოცემულ მომენტში რაიმეს პროგნოზიება, უახლოესი სამი თვე უნდა დაველოდოთ, რომ ბაზარმა გვიკარნახოს რა მიმართულებით წავიდეთ. ერთ-ერთი აუცილებლად იქნება ონლაინ მაღაზიების განვითარება. ფიზიკურ მაღაზიებს,რაც შეეხება, არ ვაპირებთ დაკეტვას და თუ რამე არ შეიცვლება, გზები არ გაიხსნება და ტურისტები არ ჩამოვლენ, მოგვიწევს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაც.

ჩვენი გუნდი აქტიურად ადევნებს თვალს მსოფლიო მოდის ტენდეციებს, ვითვალისწინებთ მათ რჩევებს და ჩვენს ხასიათსაც ვაჩვენებთ მომხმარებელს. ეს სინთეზი კი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ადგილი მუდამ გვქონდეს ბაზარზე. არცერთ წელს 100%-ზე ნაკლები ზრდა არ გვქონია. ეს იმის მანიშნებელია,რომ კარგად მივდიოდით აქამდე და ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული პერიოდის მერე დავუბრუნდებით ძველ ნიშნულს. რამდენჯერმე ვიყავით ჩინეთში გამოფენაზე, ჰონკონგში ორჯერ მოვხვდით ტოპ 20 საუკეთესო ბრენდში, შანხაიში კი დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენმა ბრენდმა.

აწარმოე საქართველოსთან მუდმივად გვაქვს კონსულტაციები. ჩვენ ვისარგებლეთ სულ ახალი საგრანტო პროექტით,რომელიც ძალიან წაგვადგება მოცემულ მომენტში. ფაქტობრივად, გამოგვეცალა სახსრები და გამოცოცხლება გვჭირდებოდა. საფეიქრო სფერო ისეთია,თუ გამოფენებში მონაწილეობა არ მიიღე, რთულია წარმატებას მიაღწიო, ჩვენი ექსპორტზე გასვლა სწორედ ამის დამსახურებაა. ახლა აქტიურად ვგეგმავთ ონლაინ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას,- ამბობს ილია გეფერიძე. კომერსანტის დილაში მან ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და ჩანთების გარდა, ბრენდის ახალი მიმართულების განვითარების პერსპექტივებზე.


აქსესუარების ქართულ ბაზარი 21 მილიონიანია, ამ 21 მილიონში არის უამრავი დიდი ბრენდი და დაყოფილია სეგმენტებად, ჩვენ 10%-ზე მეტი გვიჭირავს და ალბა 15%-მდე გავიზრდებით.  ჩვენი ბრენდი ფეხსაცმელებსაც აწარმოებს, ბაზარი 41 მილიონამდეა და ამ მიმართულებითაც ვიწყებთ აქტიურ მუშაობას.  ჩვენი მთავარი პროდუქცია არის ჩანთა და როგორც ჩანთაში მოვიპოვეთ წარმატება, ზუსტად იგივენაირად გვინდა წარმატებას მივაღწიოთ ფეხსაცმელებშიც. ბევრია სამუშაო ამ მიმართულებით და მთელი გუნდი 24 სთ ვმუშაობთ,რომ ამ მიზანს მივაღწიოთ.

ჩვენს სამომავლო გეგმებშია, ჩინეთის ბაზარზე შესვლა, პანდემიიდან გამომდინარე, ჩინეთი ყველაზე კარგ მდგომარეობაშია და ის საინტერესოა, არამარტო ჩვენთვის,არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც. რახან ჩვენმა პროდუქტმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ყველაფერს ვაკეთებთ,რომ ჩინეთის ბაზარი და ონლაინ პლატფორმებიც ავითვისოთ,- ამბობს ილია გეფერიძე.

 



თეგები:
Gepherrini



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up