ბოლო 3 თვის განმავლობაში მსოფლიოს 31 ქვეყანაში კოვიდ-19-ით 123 ჟურნალისტი დაიღუპა.
საგანგაშო სტატისტიკას დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია Press Emblem Campaign აქვეყნებს. PEC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთა 2/3 პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაინფიცირდა. მხოლოდ მაისში კორონავირუსით 72 ჟურნალისტი გარდაიცვალა.
ყველაზე მეტი რეპორტიორი კოვიდ-19-მა ლათინური ამერიკის ქვეყნებში იმსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Imedinews.ge