მოსკოვის დუმის დეპუტატს, მიხაილ ტიმონოვს COVID 19 დაუდგინდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.გავრცელებული ინფორმაციით, ტიმონოვის ქალაქის სათათბიროს მესამე წევრი გახდა, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. საკუთარი დიაგნოზის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა, მას შემდეგ რაც კლინიკიდან ტესტირების პასუხი მიიღო. მანვე აღნიშნა, რომ 1-ელ აპრილს დუმის სხდომას ესწრებოდა.
ტიმონოვის განმარტავს, რომ ტესტი 31 მარტს ჩააბარა, თუმცა დადებითი შედეგი 7 აპრილს, განმეორებითი ტესტირებისას დადგინდა. ამასთან, მან ტესტი 3 აპრილსაც ჩააბარა, თუმცა მაშინ შედეგი უარყოფითი იყო. დეპუტატის თქმით, მას კორონავირუსი იანვარში ჰქონდა და შესაძლოა, ინფექცია მსუბუქი ფორმით შეუბრნუდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge