კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების უმეტესობა თეთრიწყაროდან არის. ერთ-ერთი კი ბოლნისის სოფელ მუშევანის მცხოვრებია, რომელიც მარნეულში, „ავერსის“ კლინიკაში მკურნალობდა.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა „TVპირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში დადასტურებული 40 შემთხვევიდან, ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ერთის მძემე.
„ჩვენი ცენტრიდან უკვე 86 პაციენტია გაწერილი. სხვა პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
Imedinews