მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 350 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.6 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 278 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 65,9 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 71.7 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 39.2 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"